ვარსკვლავთა გროვები, ერთმანეთთან გრავიტაციული ურთიერთმიზიდულობის ძალით დაკავშირებულ ვარსკვლავთა ჯგუფები, რ-ებსაც აქვთ საერთო წარმოშობა და ურთიერთმსგავსი ქიმ. შედგენილობა. განასხვავებენ სფერულ ვ. გ-ს, რ-ებიც შედგება ათეულ ათასობით (ზოგჯერ მილიონზე მეტი) ვარსკვლავისაგან, და გაბნეულ ვ. გ-ს, რ-ებიც, ჩვეულებრივ, რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულამდე ვარსკვლავს შეიცავს. ვ. გ-ზე დაკვირვება არის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი, რითაც ხდება შორს განლაგებულ ასტრონ. ობიექტებამდე მანძილის დადგენა და ვარსკვლავების ევოლ. შესწავლა. საქართველოში ვ. გ-ის შესწავლა მიმდინარეობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (2008–12 – ილიას სახელმწ. უნ-ტის ობსერვატორია).