დაბლაციხე, სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (გურიის მხარე), მდ. სუფსის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: დ., საყვავისტყე). ზ. დ. 220 მ, ჩოხატაურიდან 4 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 22 კმ. 369 მცხ. (2002).
დ-ს ადრე საყვავისტყე ეწოდებოდა, შემდეგ მის ერთ ნაწილს, რ-იც ბუკისციხის ქვემოთ მდებარეობს, დ. უწოდეს. სოფელში ნაპოვნია ძვ. წ. II ათასწლ. დასასრ. – I ათასწლ. დასაწყ. კოლხური ცული (დ. ქორიძისეული IV სახეობა), დაცულია ჩოხატაურის მუზეუმში.
ლიტ.: რ ა მ ი შ ვ ი ლ ი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ი., მასალები გურიის ისტორიული გეოგრაფიისათვის, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1971, [ტ. ] 4; ქ ო რ ი ძ ე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965.