„ვარძია”, ქართული სამარკო ბრენდი (კონიაკი). აწარმოებდნენ 1966-იდან. მისი გამოშვება მიეძღვნა შოთა რუსთაველის დაბადებიდან 800 წლისთავს. მზადდებოდა მუხის კასრში ან მუხის ტკეჩზე 20–30 წლიანი დაძველებული სპირტისაგან, რ-იც მიღებული იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. შილდისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის მევენახეობის მიკრორაიონებში მოწეული თეთრი ყურძნისგან (რქაწითელი) მიღებული ღვინომასალების გამოხდით. ხასიათდება გამჭვირვალე მუქი ოქროსფერით, მკვეთრად განვითარებული ბუკეტით, რბილი ჰარმონიული და ხავერდოვანი გემოთი, 40% მოცულობითი სპირტშემცველობით და 0,5% შაქრიანობით. 1968-იდან სხვადასხვა საერთაშ. გამოფენაზე, დეგუსტაციასა და კონკურსებ-ზე მიღებული აქვს 11 ოქროს მედალი და 3 გრან-პრი. გამოშვება შეწყდა 1970.
რ. ყურაშვილი