ვარჯანაული, სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის თემში (აჭარის არ), მდ. კინტრიშის ნაპირას. ზ. დ. 350 მ, ქობულეთიდან 20 კმ. 42 მცხ. (2002). მდ. კინტრიშზე შემონახულია შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი (მალის სიგრძე 15,6 მ, სიგანე 2,8 მ), სიმაღლე წყლის დონიდან 10 მ. გადმოცემის თანახმად, აგებულია XVII ს-ში ძლიერი ფეოდალის თამაზოღლის (თამაზაშვილის) მიერ.