ვასაძე გაიოზ შალვას ძე (დ. 14. V. 1928, ქუთაისი), ექიმი. მედ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1967); საქართვ. მედიცინის მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1994). სამედ. კიბერნეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. 1952 დაამთავრა ლენინგრადის სამხ.-სამედ. აკადემია. 1960–63 ხელმძღვანელობდა ექსპერ. ქირურგიის ლაბორატორიას თავდაპირველად ქალის ფიზიოლ. და პათოლოგიის, შემდეგ კი ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტებში. 1963–68 იყო ექსპერ. და კლინ. ქირურგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის პათოფიზიოლოგიის განყ-ბის გამგე, 1968–84 – სამედ. კიბერნეტიკის განყ-ბის გამგე, 1971–84 – ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე, 1984–87 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს IV მთავარი სამმართველოს ცენტრ. სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიის დირექტორი, 1985–90 – კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის კათედრის გამგე თბილ. თსსუ-ში. პარალელურად 1964–94 იყო რესპ. დარგობრივი ავტომატიზებული მართვის სისტემის მთავარი კონსტრუქტორი, 1987–1994 – სამედ. ინფორმატიკისა და კომპლექსური ავტომატიზაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი და ამავე დასახელების საწარმოო-სამეცნ. პრაქტ. ცენტრის გენ. დირექტორი, 1994–2006 – საქართვ. სოც. და ჯანმრთელობის ინ-ტის (ყოფ. საქართვ. ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაც. ცენტრი) მრჩეველი. შეისწავლიდა შოკის, სისხლის დაკარგვისა და ტერმინალურ მდგომარეობათა პათოფიზიოლოგიას, სამედ. კიბერნეტიკის, ინფორმატიკის, ბიომათემატიკის, ცოდნის მართვის სისტემათა და საქართველოში სამედ. მეცნ. ორგანიზაციის საკითხებს. 1991–2006 სამედ. ინფორმატიკისა და ბიოსამედ. ინჟინერიის ასოციაციის პრეზიდენტი იყო. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998).
თხზ.: Методы борьбы против терминальных состояний, Тб., 1961 (თანაავტ.: И. Р. Петров); Необратимые изменения при шоке и кровопотере, Л., 1972 (თანაავტ.: И. Р. Петров); Метод системно-аналитических психофизиологических исследований в медицине, Тб., 1986 (თანაავტ.: И. Михель, Г. Думбадзе).