ვასაძე იუზა შალვას ძე

ვასაძე იუზა შალვას ძე (დ. 27.XII. 1935, ქუთაისი), აგრონომი, ინჟინერ-ტექნოლოგი. სოფ. მეურნეობის მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (2001), საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (1995; წ.-კორ. – 1992). 1959 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ., ხოლო 1961 – საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ–ტი. 1976–81 სოფელ გალავნის, 1981–83 მცხეთის, ხოლო 1983–92 საგურამოს ექსპერ. მეურნეობების დირექტორი იყო, 1992–94 – კვებისა და გადამამუშავებელი მრეწვ. მინისტრის მოადგილე, 1994–97 – სოფ. მეურნ. მინისტრის მოადგილე, 1997–99 – მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწ. რეგულირების დეპარტ. „სამტრესტის” თავ-რე, 1999–2002 – საქართვ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მრჩეველი სამაჩაბლოში, 2002–12 – საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მეხილეობის ტექნოლ. კვლევის განყ-ბის გამგე. 2011-იდან არის საქართვ. „მევენახეთა, მეღვინეთა და მებაღეთა სამეცნ.-კვლ. საწარმოო კავშირის” პრეზიდენტი. ვ-მ შეისწავლა ხეხილოვანი კულტურების თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები, აღწერა 16-ზე მეტი ვაშლის ადგილ. ჯიში, რაც საფუძვლად დაედო ამ ჯიშების გამრავლებას საქართველოში. ავტორია 9 გამოგონების. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).

თხზ.: თესლოვანი კულტურების თანამედროვე მდგომარეობა საქართველოს რესპუბლიკაში და მათი განვითარების პერსპექტივები, თბ., 1987; ნედლეულის გამოყენების ახალი ტექნოლოგიები კვების მრეწველობაში, თბ., 1994; საქართველოს მეხილეობის თანამედროვე მდგომარეობა, თბ., 2000.