„ვაშაკიძე“

“ვაშაკიძე”, კრატერი მთვარის ჩრდ. ნახევარსფეროს უკანა მხარეზე, 50 კმ დიამეტრისა. „ვ-ის” სელენოგრაფიული (მთვარის ცენტრის მიმართ) კოორდინატებია: აღმ. გრძედი 930, ჩრდ. განედი 440. კრატერს სახელი ეწოდა მ. ვაშაკიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ასტრონ. საერთაშ. კავშირის XIV გენერალურ ასამბლეაზე (ინგლისი, ქ. ბრაიტონი, 1970).