ვაშლანა, ჩ ი ტ ა კ ო მ შ ა , ჩ ი ტ ა წ კ ე პ ლ ა (Cotoneaster), მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. 1–3 მ-მდე სიმაღლის ბუჩქი. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები და მტევნისებრ ან ფარისებრ ყვავილედებად შეკრებილი პატარა თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილები. გვარში 100-მდე სახეობაა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდ. აფრიკაში. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი 8 სახეობაა. მათგან აღმ. საქართველოში უფრო მეტად გავრცელებულია ჩ ი ტ ა კ ო მ შ ა (C. racemiflora). იგი 1 მ-მდე სიმაღლისაა. მისი ნორჩი ტოტები ქეჩისებურადაა შებუსული, დანარჩენი კი შიშველია (ყავისფერი ან ალუბლისფერი). ნაყოფი წითელია. იზრდება ბუჩქნარებსა და მშრალ ქვიან ფერდობებზე მთის შუა სარტყლამდე. ნაყოფი შეიცავს c ვიტამინს. თითქმის იმავე ადგილებში იზრდება მ რ ა ვ ა ლ ყ ვ ა ვ ი ლ ა ვ. (C. multiflora).ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი ვ . (C. integerrima) მთელ საქართველოშია გავრცელებული, შ ა ვ ი ვ. (C. melanocarpa) კი – მარტო ქართლსა და გარე კახეთში (ქვიან ფერდობებზე მთის შუა, ზოგჯერ ალპ. სარტყელში). მისი ნაყოფი და ფოთლები მდიდარია C ვიტამინით. ვ. გვალვაგამძლეა, იყენებენ მშრალი, ხრიოკი ფერდობების გასამაგრებლად.