ვაჩნაძე ალექსანდრე ივანეს ძე (8. VIII. 1855, სოფ. კოლაგი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 24. XII. 1922), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1913). დაამთავრა პოლტავის სამხ. გიმნაზია, თბილ. იუნკერთა სასწავლებელი. 1871-იდან მსახურობდა კავალერიაში, პიატიგორსკის 151-ე ქვეით პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთისა (1877–78) და რუსეთ-იაპონიის (1904–05) ომებში. მეთაურობდა ასეულს, ბატალიონს. 1905 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. პირველი მსოფლიო ომის (1914–18) დროს, 1915 დაინიშნა ამიერკავკასიის მე-2 სარეზერვო ქვეითი ბრიგადის მეთაურად, 1916 – კავკასიის მე-4 საარტ. ბრიგადის მეთაურად. დაჯილდოებულია ოქროს იარაღით (1906), წმ. სტანისლავის I ხარისხის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
ლიტ.: Г о г и т и д з е М., Грузинский генералитет, К., 2001; მ ი ს ი ვ ე , Военная элита Кавказа (Генералы и адмиралы из Грузии), кн. 1, Тб., 2007; В о л к о в С., Генералитет Российской Империи от Петра I до Николая II, т. 1, М., 2009.
მ. გოგიტიძე