ვაჩნაძე ნატალია (ნატო) გიორგის ასული

ნ. ვაჩნაძე

ვაჩნაძე ნატალია (ნატო) გიორგის ასული (3. IV. 1904, ვარშავა, – 14. VI. 1953, თბილისი), კინომსახიობი, პირველი ქართვ. კინოვარსკვლავი. საქართვ. სახ. არტისტი (1940), მამის, ინგუშეთის მაზრის უფროსის, გ. ანდრონიკაშვილის დაღუპვის შემდეგ, დედა (წარმოშობით პოლონელი) ოთხი მცირეწლოვანი ბავშვით დასახლდა გურჯაანში. შემდგომში ვ. სწავლობდა თბილ. ქალთა I გიმნაზიაში, მუშაობდა მუსიკის

მასწავლებლად. მალე ცოლად გაჰყვა მ. ვაჩნაძეს. ვ. გამოირჩეოდა იშვიათი სილამაზით, რითაც კინორეჟისორთა ყურადღება მიიპყრო და თითქმის ერთდროულად ორი როლი შესთავაზეს: ნენო („არსენა ყაჩაღი”) და ნუნუ („მამის მკვლელი”, ორივე 1923; რეჟ. ა. ბეკ-ნაზაროვი). -მ კინოში შექმნა სახეები, რ-ებიც გამოირჩეოდა გრძნობათა სიწრფელით, არტისტული ინდივიდუალობით, ლირიზმით. განსაკუთრებული წარმატებით შეასრულა რომანტ. ხასიათის როლები: ესმა და დესპინე („სამი სიცოცხლე” და „ჩვენი ქვეყნის რაინდი”; ორივე ფილმის რეჟ. ი. პერესტიანი, 1925), ფატი („ვინ არის დამნაშავე”; რეჟ. ა. წუწუნავა, 1925), გიული („გიული”, 1927; რეჟ. ნ. შენგელაია, რ-საც შემდეგ ცოლად გაჰყვა), ევრ. ქალი და ჯემა („ამოკი”, 1927; „კრაზანა”, 1928; ორივე ფილმის რეჟ. კ. მარჯანიშვილი). 1932-იდან მუშაობდა ცნობილი კინოდოკუმენტალისტის ე. შუბის ასისტენტად, 1934 კვლავ მიიწვიეს „სახკინმრეწვში”, სადაც განასახიერა ციციას როლი ს. დოლიძის ფილმში „უკანასკნელი ჯვაროსნები”. ხმოვან კინოში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია თამარი და ნენო („უკანასკნელი მასკარადი”, 1934; „არსენა”, 1937; ორივე ფილმის რეჟ. მ. ჭიაურელი), ნანი („ნარინჯის ველი”, 1937; სტალინური პრემია, 1941; რეჟ. ნ. შენგელაია), მართა („ქაჯანა”, 1941, რეჟ. კ. პიპინაშვილი), მანო („აკაკის აკვანი”, 1947; რეჟ. კ. პიპინაშვილი).

-ს იწვევდნენ სხვადასხვა ქვეყნის კინოსტუდიებში [სსრკ-გერმანიის ერთობლივი ნამუშევარი „ცოცხალი ლეში” (მაშა, 1929, რეჟ. ფ. ოცეპი), „გარეუბნის კვარტლები” (დორა, 1930, რეჟ. გ. გრიჩერ-ჩერიკოვერი, კიევის კინოსტუდია), „რკინის ბრიგადა” (გრიჩის მეუღლე, 1930, რეჟ. მ. ვერნერი) და სხვ.]. მისი უკანასკნელი როლია ელისაბედი („მწვერვალთა დამპყრობნი”, 1951, რეჟ. დ. რონდელი).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

1953 წ. 14 ივნისს დაიღუპა საჰაერო კატასტროფაში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ნ. ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი სოფ. გურჯაანში

კინოსტუდია ქართ. ფილმის ეზოში დგას -ის ბიუსტი; 1981 სოფ. გურჯაანში გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი; 1996-იდან საქართვ. კინოხელოვნების აკადემიაში დაწესდა -ის სახ. პრიზი – „ნატო” (სხვადასხვა ნომინაციით); 2005 გაიხსნა მისი სახელობითი ვარსკვლავი; 2017 მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის წინ - ძეგლი (მოქანდაკე ლ. ვარდოსანიძე).

თხზ.: მოგონებები და შეხვედრები, თბ., 1950; პოეზია, მოგონებები, აზრები, თბ., 1994.

ლიტ.: გ ო გ ო ძ ე  კ., ნატო ვაჩნაძე, თბ., 1949; ნატო ვაჩნაძე, თბ., 2014; ს ე ფ ი ა შ ვ ი ლ ი  ო., ნატო ვაჩნაძე, თბ., 1962; В е л ь т м а н  С., Ната Вачнадзе, М., 1940; К о р о л е в и ч  В., Ната Вачнадзе, М., 1926.