ვახანია ევგრაფ ყარამანის ძე

ვახანია ევგრაფ ყარამანის ძე (20. V. 1911, სოფ. ხაბუმე, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, – 24. I. 2003, თბილისი), გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1993), საქართვ. დამს. ინჟინერი (1961). II მსოფლიო ომის მონაწილე. ამიერკავკ. სამთო-მეტალ. ინ-ტის დამთავრების (1932) შემდეგ მუშაობდა გეოლ. სამმართველოში (გეოლ. პარტიის უფროსი), 1933–40 და 1945–79 – ტრესტ „საქნავთობში” (გეოლ. პარტიის უფროსი, გეოლ.-საძიებო კანტორის მთ. გეოლოგი, 1959–79 – ტრესტის მთ. გეოლოგი). 1979–81 იყო ნავთობის მრეწვ. ჩრდ. კავკასიის სახელმწ. სამეცნ.-კვლ. და საპროექტო ინ-ტის საქართვ. ფილიალის დირექტორის მოადგილე, 1981-იდან – ტრესტ „საქნავთობგეოფიზიკის” თემატიკური პარტიის უფროსი. ვ. იყო საქართვ. ნავთობიანი რეგიონების ცნობილი მკვლევარი. დიდი დამსახურება მიუძღვის საქართვ. მეზოკაინოზოური ნალექების ნავთობ-აირიანობის შესწავლის მეცნ. საფუძვლების დადგენაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ამ თვალსაზრისით საინტერესო ნალექების სტრატიგრაფიის, ტექტონიკის, პერსპექტიულობის, ძიების მეთოდური და სხვა საკითხების კვლევაში. ვ. იყო საქართვ. გეოლ. საზ-ბის საპატიო წევრი (1991). მიღებული ჰქონდა სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: О возрасте Колхидской серии, «Сообщения АН ГССР», 1957, т. 18, №3; Тектоника и нефтегазоносность Колхидской низменности и смежных районов Грузии, М., 1967.

ვ. ზესაშვილი