ვახტანგ VI-ის სამემკვიდრეო კანონი, 1722 წლის წყალობის სიგელი თბილისის მოქალაქეთადმი კანონისმიერ მემკვიდრეთა წრის გაფართოებისა და ბეითალმანობის შეზღუდვის თაობაზე. ამ კანონით ხელი უნდა შეწყობოდა შეძლებული ფენის (დიდებული ვაჭრებისა და ქეთხუდების) კაპიტალის ზრდას, მის დაბანდებას სააღებმიცემო ბრუნვასა და მსხვილ სახელოსნო წარ-მოებაში, ხოლო ამისდა კვალად – ქალაქისა და აგრეთვე მთელი ქვეყნის სამეურნეო აღმავლობას. ამ სიგელის საფუძველზე ჩამოყალიბებულ წესებს ხშირად “საკუთრების ქალაქურ წესს” ან, უბრალოდ, “ქალაქურ წესსაც” უწოდებდნენ.
პუბლ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ.2, თბ., 1965, საბ. 99.
ლიტ.: ფ უ რ ც ე ლ ა ძ ე დ ., ვახტანგ VI-ის სამემკვიდრეო კანონი, «საბჭოთა სამართალი», 1969, №3.
დ. ფურცელაძე