ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრული

ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრული, კარსტული უფსკრული გაგრის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), ბერჭილის ქედზე (არაბიკის მასივის განშტოება), გელგელუკის ტროგული ხეობის მარჯვ. ფერდობზე, ზ. დ. 2145 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია სქელშრეებიან ქვედაცარცულ კირქვებში. ჯამური სიღრმე 250 მ, სიგრძე 413 მ, მოცულობა 4400 მ³. ვ. ბ. უ. ციკლგავლილი მშრალი მღვიმეა. გავრცელების მთელ არეალში კასკადური ჭები მორიგეობს მეანდრირებულ დერეფნებთან. აღსანიშნავია დარბაზები: „თოვლიანი”, „ქვათაცვენის”, „მარგალიტების” და სხვ. ქიმ. ნალექებიდან გვხვდება ოოლითებისა და პიზოლითების მდიდარი ბუდეები; მღვიმის ჩასასვლელში თოვლის, ფირნისა და გლეტჩერული ყინულების გროვებია (საერთო მოცულობა 1300 მ³), მღვიმის ჰაერის ტემპ-რა 1,8–2,2ºC, შეფარდებითი ტენიანობა – 97–99%. მღვიმე აღმოჩენილი და გამოკვლეულია ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის მიერ 1961 (ხელმძღვ. ლ. მარუაშვილი).

ლიტ.: ტ ა ტ ა შ ი ძ ე  ზ., წ ი ქ ა რ ი შ ვ ი ლ ი  კ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი  ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.