გრაფის ჩანაქცევი, კარსტული შახტი (მღვიმე) დასავლეთ საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის კირქვულ მასივზე, ზ. დ. 2200 მ სიმაღლეზე.
გამომუშავებულია ზედაიურულ მასიურ კირქვებში. მღვიმე იწყება ვიწრო ნაპრალით, რ-იც ებმის მოზრდილ დარბაზს; გასწვრივ ჭრილში მღვიმეს აქვს საფეხურისებრი პროფილი. სიღრმე – 700 მ, დერეფნების ჯამური სიგრძე – 550 მ, მოცულობა – 14000 მ³. მღვიმეში არის შეუსწავლელი განშტოებები.
შახტში სამი მოზრდილი ტბაა, გაედინება ნაკადული. ცალკეულ უბნებში ჭარბი ნგრევის მასალაა.
ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.
ზ . ტატაშიძე