ვედრება

ვედრება, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტის კეხიჯვრის თემში (შიდა ქართლის მხარე), მდ. ძამის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 720 მ, ქარელიდან 8 კმ. 217 მცხ. (2002). სოფლის დას-ით, სასაფლაოზე, შემორჩენილია IX–X სს. ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.