ვედრი (შევედრება-მინდობა, რწმუნება, მიბარება), შენახვის ხელშეკრულების ობიექტი, ანაბარი ძვ. ქართ. სამართალში. დაახლოებით ამასვე ნიშნავდა და ვ-თან ერთად იხმარებოდა „ნამარხევი” (დამარხვა, ე. ი. შენახვა). ვ-ად შეიძლებოდა დადებულიყო ყოველგვარი მოძრავი თუ უძრავი ქონება, ფული, ყმა-მამული, წერილობითი საბუთი. XIII ს-ში გაჩნდა არაბულიდან შემოსული ტერმინი – „ამანათიც”, მაგრამ ვ. და „შევედრება” კიდევ დიდხანს (XVII ს.) გვხვდება, მეტადრე ლიტ-რაში.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7, თბ., 1984.
დ. ფურცელაძე