ვეზირიშვილი ირაკლი იოსების ძე [1(13). VIII. 1866, სოფ. ოსიაური, ყოფ. გორის მაზრა, – XX ს. I ნახ., საფრანგეთი], რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1919). არმიაში მსახურობდა 1885-იდან. 1913 მიენიჭა პოლკოვნიკის ჩინი. 1918–21 მსახურობდა ქართ. ჯარში. 1919-იდან იყო საქართველოს დემოკრ. რესპ. ჯარის სამხ. პროკურორი. 1921-იდან ემიგრაციაში წავიდა. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენით.
მ. გოგიტიძე