ვეზირიშვილი ოთარ შალვას ძე

ო. ვეზირიშვილი 

ვეზირიშვილი ოთარ შალვას ძე (დ. 5. X. 1938, თბილისი), ენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1987), საქართვ. დამს. გამომგონებელი (1989). 1961 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ენერგეტიკის ფაკ-ტი. მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. ენერგეტიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1975-იდან ეწევა პედ. საქმიანობას საქართვ. ტექ. უნ-ტში ენერგეტიკის ფაკ-ტზე. არის საქართვ. ენერგეტიკის აკად. ნამდვ. წევრი; ხელმძღვანელობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ევრ. აკად. საქართვ. ფილიალს. ვ-ის სამეცნ. კვლევის სფეროა ენერგოდამზოგი პროგრ. ტექნოლოგიების დამუშავება, განახლებადი ენერგორესურსების ეფექტური გამოყენებისათვის დანადგარების შექმნა და ეკოლ. სისტემის დაცვის კომპლექსური სქემების დანერგვა. გამოქვეყნებული აქვს 18 მონოგრაფია და 9 სახელმძღვანელო. აქვს 7 გამოგონება. 1974 ვ-მა ვ. გომელაურთან ერთად შექმნა სსრ კავშირში პირველი თბური ტუმბო, რ-იც დაინერგა სამტრედიის ჩაის ფაბრიკაში. არის სტუ-ის თბოენერგეტიკული დანადგარების სასწ.-სამეცნ. მიმართულების ხელმძღვანელი.

თხზ.: ენერგოეფექტურობის მენეჯმენტი ენერგეტიკაში, თბ., 2008.