გრეგუარი (Grégoire) ანრი (21. III. 1881, გიუი, – 28. IX. 1964, ბრიუსელი), ბელგიელი ბიზანტინისტი და სლავისტი, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი. ბიზანტინოლოგიის დარგში საერთაშ. კონგრესების მოწყობის ერთ-ერთი ინიციატორი. ჟურნალების „Byzantion“ და „Corpus bruxellense historiae Byzantinae“ დამაარსებელი და რედაქტორი.
გ-ის ნაშრომთა უმრავლესობა ეხება ბიზანტიის წყაროთმცოდნეობის, პოლიტ. ისტორიის, ასევე ბერძნ. პოემის „დიგენის აკრიტასთან" დაკავშირებულ საკითხებს. გ-ის წერილი „ივერთა მონასტერი და ათონის მთის ქართველთა როლი" 1963 დაიბეჭდა „ბიზანტინოლოგიური საზოგადოების წელიწდეულში", ხოლო მისი ქართ. თარგმანი ს. ყაუხჩიშვილმა გამოაქვეყნა. გ. „ბალავარიანის" ბერძნ. რედაქციის ავტორად ექვთიმე მთაწმიდელს მიიჩნევს და ამ ლიტ. ნაწარმოებს უმაღლეს შეფასებას აძლევს.
ლიტ.: ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973; Левченко М. В., A. Грегуар и его работы по византиноведению, «Византийский временник», 1950, т. 3.
ნ. მიწიშვილი