ვენუოლისი (Vienuolis) (ნამდვ. გვარი – ჟ უ კ ა უ ს კ ა ს ი – Zukauskas) ანტანას [26. III(7. IV). 1882, სოფ. უჟუოჟერიაი, ლიტვა, – 17. VIII. 1957, იქვე], ლიტველი მწერალი. ლიტვის ხელოვნების დამს. მოღვაწე (1947), ლიტვის სახ. მწერალი (1957). 1903–07 ცხოვრობდა თბილისში, ოტენის აფთიაქში მუშაობდა პროვიზორად. 1905 რევ. მოძრაობაში მონაწილეობისთვის ჩასვეს მეტეხის ციხეში, სადაც დაწერა ნარკვევი „ციხეში”. ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო თბილისში, საქართველოთია შთაგონებული მისი „კავკასიური ლეგენდები” (1905–06, ქართ. თარგმანი 1963). 1946 ვ. მეორედ ჩამოვიდა საქართველოში. შთაბეჭდილებები ასახა წიგნში “კავკასია”. მეგობრობდა ქართვ. მწერლებთან: გ. ტაბიძესა და გ. ლეონიძესთან, ი. აბაშიძესთან, გ. აბაშიძესა და კ. ლორთქიფანიძესთან, ა. ქუთათელთან, კ. კალაძესა და სხვებთან. 1957 გამოაქვეყნა „ჩემი მოგონებები” და „გადმოცემები და ლეგენდები”.
ი. ბოგომოლოვი