ვეჟან ბუზმირი, ქართლის მარზპანი VI ს. 40-იან წლებში. მოხსენიებულია VI ს. ძეგლში „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა”, ვ. ბ-მა მცხეთელი სპარსელების დაბეზღებით შეიპყრო გაქრისტიანებული სპარსელი ევსტათი და სიკვდილით დასაჯა.
წყარო: მარტვლობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.
ლ. ფარცხალაძე