გრესელ-კოშუტი გალინა ალექსანდრეს ასული (12. IX. 1909, ალექსანდროპოლი, ახლანდ. გიუმრი, სომხეთი, – 4. VIII. 2008, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967).
დაამთავრა საქართვ. საინჟ.-სამშ. ინ-ტი (1933). მონაწილეობდა (არქიტექტორ-დამპროექტებლად) თბილისში „დინამოს" სტადიონისა (1934–35) და მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის ფილიალის (1935–36) დაპროექტების ბოლო სტადიაზე. ძირითადად მუშაობდა „საქქალაქმშენსახპროექტში" (1936–41; 1944–76) არქიტექტორად, პროექტის მთ. არქიტექტორად, არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელის მოადგილედ.
ძირითადი განხორციელებული პროექტები: საბავშვო ბაღი ოზურგეთში (1948), საცხოვრ. სახლები თბილისში, ახმეტაში, კაჭრეთში; მდ. ლიახვის სანაპირო გორში (1948), სასტუმრო მესტიაში (1953), ავტოვაგზალი თბილისში (სანაპიროზე, 1954), საქართვ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სანატორიუმი გაგრაში (1970, გ. ჯაფარიძესთან ერთად) და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ს. კინწურაშვილი