ვერხოვანი, ნასოფლარი თუშეთში (ახმეტის მუნიციპალიტეტის ომალოს თემი). ნასოფლარის განაპირას დგას გვიანდ. შუა საუკუნეების ფიქლით ნაგები ექვსსართულიანი კოშკი, რ-იც გადახურული ყოფილა ფიქლისავე ცალფერდა სახურავით. ძეგლი დაზიანებულია.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2004.