გრიგალათი

გრიგალათი, სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხევის თემში (იმერეთის მხარე), მდინარეების ძირულისა და ჩხერიმელის წყალგამყოფი ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. რიკოთულის (ძირულის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 600 მ, ხარაგაულიდან 48 კმ. 469 მცხ. (2002).

გ. პირველად 1628 წერილობით წყაროშია მოხსენიებული. გვიანდ. შუა საუკუნეებში სოფელი ხეფინის ხევში შედიოდა.