გრიგალაშვილი თამაზ სერგოს ძე

გრიგალაშვილი თამაზ სერგოს ძე (11. XI. 1932, თბილისი, – 14. II. 2004, იქვე), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1990).

დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1956), მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიკის ინ-ტში (1956–70), დუბნის (რუსეთი) ბირთვული გამოკვლევების გაერთ. ინ-ტში (1970–90). 1990–2004 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინ-ტის განყ-ბის გამგე.

კვლევის ძირითადი მიმართულებაა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა. მიღებული აქვს ბირთვულ გამოკვლევათა გაერთ. ინ-ტის პრემიები (1977, 1981 და 1985, სხვებთან ერთად), საქართვ. სახელმწ. პრემია (1986, სხვებთან ერთად) ნაშრომთა ციკლისათვის „ფარული უცნაურობის მქონე ბარიონული მდგომარეობების დამზერა და გამოკვლევა".