„გრიგალი“, სოციალ-დემოკრატიული მიმართულების (მენშევიკური) ყოველდღიური გაზეთი. გამოდიოდა 1906 თბილისში გაზ. „ჩვენი ცხოვრების" ნაცვლად (რედ.-გამომცემელი – ე. ჩანტლაძე).
გაზეთში უმთავრესად იბეჭდებოდა პოლიტ. სტატიები და მიმოხილვები. თანამშრომლობდნენ ლ. ნათაძე, ნ. აზიანი (დონდაროვა), დ. ონიაშვილი, ა. ჩხენკელი, ჭ. ლომთათიძე და სხვ.
16 ნომრის გამოსვლის შემდეგ გაზეთი დაიხურა გენ.-გუბერნატორის განკარგულებით. შემდეგ „გის" ნაცვლად გამოდიოდა გაზ. „ტალღა".
ი. ლორთქიფანიძე