ვეფხვის დატირება, მონადირეთა უძველესი ჩვეულება, ტოტემისტური რწმენის გადმონაშთი: მონადირე თითქოს ნანობს ნადირის მოკვლას, ბოდიშს იხდის მის წინაშე. ვეფხვს რამდენი ზოლიც ჰქონდა, იმდენი დატირება უნდა თქმულიყო. ვ. დ-ის ტექსტი შემორჩენილია ლექს-ფორმულების სახით.
ლიტ.: ვირსალაძე ე., ქართული სამონადირო ეპოსი, თბ., 1964.
ნ. შამანაძე