ვეჯინის საერისთავო, ვ ე ჟ ი ნ ი ს ს ა ე რ ი ს თ ა ვ ო, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული XI ს. კახეთ-ჰერეთის სამეფოში. შექმნა კვირიკე III-მ. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ვეჯინის (ვეჟინის) ერისთავს ექვემდებარებოდა ტერიტ. „ქისიყის საზღვარს ზეით თურდოს ხევამდე და ალაზანსა და ჰერეთის მთის შიგნით, რომელ არს შიგნით-კახეთი”. სავარაუდოა, რომ ვ. ს. დავით აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ გააუქმა.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ბ ა ხ ტ ა ძ ე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003.
მ. ბახტაძე