ვეჯინის შეთანხმება

ვეჯინის შეთანხმება, დაზავება კახთა ქორეპისკოპოს კვირიკე I-ს, აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-სა და ჰერეთის მთავარ ადარნასე პატრიკს შორის ვეჯინის ციხესთან. როდესაც კვირიკე ქორეპისკოპოსმა და კონსტანტინე აფხაზთა მეფემ 915 ილაშქრეს ჰერეთის წინააღმდეგ, ადარნასე პატრიკმა დაზავება არჩია, „და მოსცა აფხაზთა მეფესა არიში, გავაზნი და კჳრიკეს ორჭობი”.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე  მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX–X სს.), თბ., 1963.

ქ. ნადირაძე