ვიბორგის მოწოდება

ვიბორგის მოწოდება, მ ა ნ ი ფ ე ს ტ ი „ხ ა ლ ხ ს  ს ა ხ ა ლ ხ ო  წ ა რ მ ო მ ა დ გ ე ნ ლ ე ბ ი ს ა გ ა ნ”, რუსეთის იმპერიის I სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა ჯგუფის საპროტესტო განცხადება სათათბიროს დათხოვნასთან (1906 წ. 9 ივლ.) დაკავშირებით. დეპუტატები შეიკრიბნენ ქ. ვიბორგში და საპროტესტო მიმართვის შესამუშავებლად აირჩიეს 6-კაციანი კომისია, რ-ის შემადგენლობაში ნ. ჟორდანია და ს. ჯაფარიძეც შედიოდნენ, დეპუტატები ხალხს პასიური წინააღმდეგობისაკენ (გადასახადებზე უარის თქმა და ა. შ.) მოუწოდებდნენ. ხელისუფლებამ ვ. მ-ის ხელმომწერ 169 დეპუტატიდან [ვ. მ-ს ხუთივე ქართვ. სოც.-დემოკრატი დეპუტატი (ზემოდასახელებულებთან ერთად – ი. გომართელი, ი. რამიშვილი, ს. წერეთელი) და სოციალისტ-ფედერალისტი ი. ბარათაშვილი აწერდა ხელს] 167-ს სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მათ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლებასაც ართმევდა. ნ. ჟორდანია არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა და ამით დააღწია თავი პატიმრობას.

დ. შველიძე