ვითიბი ჯგუფი

ვითიბი ჯგუფი (VTB Group), საერთაშორისო ფინანსური ჯგუფი, ოპერირებს ევროპის, აზიისა და აფრიკის 20-ზე მეტ ქვეყანაში. ჩამოყალიბდა 2002–04 „ვითი ბანკის” (ყოფ. “ვნეშტორგბანკის”) საფუძველზე. საფინანსო ბაზრებს იგი სთავაზობს საცალო და კორპორატიული საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს. ვ. ჯ-ს 1000-ზე მეტი გაყიდვის წერტილი გააჩნია მსოფლიოში. ვ. ჯ-ში შედის ღია სააქციო საზ-ბა „ვითიბი ბანკი”, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები, რ-თა საწესდებო კაპიტალში ბანკის წილობრივი მონაწილეობა შეადგენს ხმის მიცემის პროცესში მონაწილე აქციების წილის საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს და რ-ებიც, ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის მიხედვით წარმოადგენენ საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციებს. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ვ. ჯ-ის წევრია სააქციო საზ-ბა „ვითიბი ბანკი ჯორჯია”.