გრიგოლ II, ქართლის კათოლიკოსი დაახლ. 760–767 წლებში. „მოქცევაჲ ქართლისაჲს" მიხედვით, გ. II იყო პირველი კათოლიკოსი, რ-საც მცხეთის კათედრაზე არჩევის შემდეგ ანტიოქიის საყდრის „დამტკიცება" აღარ დასჭირვებია.
წყარო: შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979.
ზ. აბაშიძე