ვირსალაძე დავით კონსტანტინეს ძე (დ. 25. XI. 1943, თბილისი), ენდოკრინოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (2002), პროფესორი (2004), საქართვ. სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკად. წევრი (2002). 1966 დაამთავრა თსსი. 1977-იდან იყო თსსი-ის ენდოკრინოლოგიის კათედრის თანამშრომელი, კათედრის გამგე (2003-იდან), 2009-იდან არის თსსუ-ს მედ. ფაკ-ტის ენდოკრინოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. 2000-იდან არის საქართვ. ენდოკრინოლოგთა საზ-ბის თავ-რე, არასამთავრობო ორგანიზაცია – ექიმთა და დიაბეტით დაავადებულთა თბილ. რეგიონული კავშირის “დ-მელიტუსის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავ-რე (1997-იდან), ევრ. დიაბეტის შესწავლის საერთაშ. ასოციაციის (EASD) წევრი (2002-იდან), საქართვ. თიროიდოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი (2004); ევრ. ენდოკრინოლოგთა ასოციაციის გამგეობის (ESE) წევრი (2005-იდან). ვ-ის სამეცნ. კვლევის ძირითადი სფეროა შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი (შაქრიანი დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინა მდგომარეობა), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ვ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 4 მონოგრაფიის ავტორი.
თხზ.: მეტაბოლური სინდრომი – რეალობა და პერსპექტივები, თბ., 2001; ოქსიდატური სტრესი და ენდოთელური დისფუნქცია მეტაბოლური სინდრომის დროს, თბ., 2006.