ვირხოვი, ვ ი რ ხ ო (Virchow) რუდოლფ (13. X. 1821, შიფელბაინი, – 5. IX. 1902, ბერლინი), გერმანელი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე, უჯრედოვანი პათოლოგიის თეორიის შემქმნელი. 1843 დაამთავრა ბერლინის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1856-იდან მუშაობდა ამავე უნ-ტში საგანგებოდ მისთვის ჩამოყალიბებული პათოლ. ანატ., ზოგადი პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის პროფესორად და პათოლ. ინ-ტის დირექტორად. ვ. ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი პათოლ. პროცესი წარმოადგენს თითოეულ უჯრედში მომხდარი დარღვევების ჯამს. სწავლობდა ადამიანის იმ დროისათვის ცნობილ თითქმის ყველა ავადმყოფურ პროცესს. ამტკიცებდა მრავალი დაავადების სოც. ბუნებას. ვ-ის გამოკვლევებმა, მისმა უჯრედოვანი პათოლ. თეორიამ დიდი გავლენა იქონია მედ. განვითარებაზე. 1847 რაინჰარდტთან ერთად დააარსა ჟურნალი „Archiv für Pathologische Anatomie, Physiologie und für Klinische Medizin“, რ-იც „ვირხოვის არქივის” სახელითაა ცნობილი. ვ. სწავლობდა აგრეთვე ანთროპოლ., ეთნოგრ. და არქეოლ. საკითხებს. იყო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის აკადემიებისა და სამედ. საზოგადოებების საპატიო წევრი. ვ. მონაწილეობდა თბილისში 1881 გამართულ V არქეოლ. ყრილობის მუშაობაში. კავკ. საექიმო საზ-ბის სხდომაზე წაიკითხა მოხსენება „ტუბერკულოზით დაავადებულთა კლიმატით მკურნალობა”, იმოგზაურა საქართვ. სამხ. რ-ნებში ექიმ გ. ტარსაიძის თანხლებით, აღნიშნა ბორჯომისა და აბასთუმნის უაღრესად ხელსაყრელი საკურორტო კლიმ. პირობები. მისი აბასთუმანში სტუმრობის უკვდავსაყოფად რემერტის ხიდთან კლდეზე დაიდგა მემორიალური დაფა, რ-ზედაც ასეთი წარწერაა: „გაკეთებულია პროფესორ ვირხოვის თაყვანისმცემელ ექიმების მიერ, მისი აბასთუმანში ჩამოსვლასთან დაკავშირებით”. ვ-ის საქართველოში ყოფნას ფართოდ გამოეხმაურა ქართ. პრესა, მას საგანგებო სტრიქონები უძღვნა ი. ჭავჭავაძემ.
თხზ.: Die Zellularpathologie in ihrer Begründung auf physiologische und pathologische Gewebelehre, B., 1858; Целлюлярная патология как учение, основанное на физиологической и патологической гистологии, 2 изд., СПб., 1871.
ლიტ.: С а х а р о в Т. П., Рудольф Вирхов и русская медицина, М., 1922; М е у е г Е.,R. Virhow, Wiesbaden, [1956]; André e Ch., Rudolf Virchow. Leben und Ethos eines groβen Arztes, Münch, 2002.
ვ. აბაშიძე