ვისოლ ჯგუფი

ვისოლ ჯგუფი, ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესჯგუფი საქართველოში. მოღვაწეობს ენერგეტიკის, სამშენებლო, სარეკლამო და საცალო ვაჭრობის სფეროში. დაარსდა 2000 წ. კომპანიის აქციონ-ერები არიან ვისოლ პეტროლიუმი (შვეიცარია), სილკ როუდ ჯგუფი (საქართველო) და კერძო პირები. მისი ძირითადი საქმიანობაა ქვეყანაში ნავთობპროდუქტების შემოტანა, მომხმარებელთა უზრუნველყოფა და მათთვის სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევა; გარდა ამისა, დაკავებულია სამშ. და სარეკლამო ბიზნესით. ვ. ჯ-ში შემავალი შვილობილი კომპანიებია: სააქციო საზ-ბა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” (ეწევა ნავთობპროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას) და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულები – ეარ ვისოლი (უზრუნველყოფს ავიასაწვავით ავიალაინერებს), ვისოლ გაზი (გაზგასამართი სადგურები, რ-ებიც შეკუმშულ ბუნებრივ გაზს აწვდიან მომხმარებელს), ვისოლ გაზის სადისტრიბუციო კომპანია (ბუნებრივ გაზს აწვდის თელავის მუნიციპალიტეტს), აგრეთვე: უძრავი ქონებისა და სამშ. კომპანიმ „ველაჯიო” (ეწევა ყველა სახის მშენებლობას) სარეკლამო კომპანია „ალმა” (მოიცავს ყველა სახის სარეკლამო მომსახურებას), სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი”, ამერ. რესტორნების ქსელი „ვენჯორჯია” და ავტომომსახურების ცენტრების ქსელი „ვიანორ ჯორჯია”. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” აქვს დასავლური ტიპის ავტოგასამართი და გაზგასამართი სადგურების ფართო ქსელი, შემოაქვს ევრ. ხარისხის საწვავი იტალ. კომპანია „აპისგან”, აგრეთვე საავტომობილო ზეთები და საპოხი მასალები ფრანგ. კომპანია „ტოტალისაგან”. კომპანიის მფლობელობაშია 102 ავტოგასამართი და 16 გაზგასამართი სადგური (2012 მონაცემებით) მთელი ქვეყნის მასშტაბით. ფლობს ტერმინალებს თბილისსა და სამტრედიაში. იგი ერთადერთი კომპანიაა, რ-მაც ინტეგრირებული (ყველა სახის ავტომომსახურება) გასამართი სადგურები დანერგა საქართველოში. ვ. ჯ. მოქმედებს საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად. ფლობს საერთაშ. ხარისხის სერთიფიკატს ISO 9001–2008-ს. 2010 წ. 16 ნოემბერს პარიზში გამართულ ევრ. ბიზნესდაჯილდოებაზე 15 ათას ევროპულ კომპანიას შორის წარმატებულ კომპანიათა ათეულში მოხვდა. ვ. ჯ. ეწევა ქველმოქმედებას, ახორციელებს ინვესტიციებს და აფინანსებს სხვადასხვა სოც. პროექტებს.

ლ. აბრამიშვილი