გრიგოლაანთკარი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ბაზალეთის პლატოს სამხრ.-დას. ნაწილში, ბაზალეთის ტბის ჩრდ.-დას-ით. ზ. დ. 890 მ, დუშეთიდან 6 კმ. 200 მცხ. (2002).
სოფლის სამხრ-ით, სასაფლაოზე, დგას კვირაცხოვლის ეკლესია (XVII ს.), რ-იც XVIII ს-ში აღუდგენიათ.