ვიჩნაში, სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტის კალის თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ჩხუნდერის (ჩხუტნერის) ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ენგურის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1760 მ, მესტიიდან 35 კმ. 30 მცხ. (2002). სოფელში დგას შუა საუკ. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმ. ბარბარეს ეკლესია. ნაგებია ნაძვის ხის მორებით. კარი სამხრეთიდან აქვს. გადახურულია ფიქლით. აშენების თარიღი უცნობია.