„ვოგგ“

“ვოგგ” (VOGG), შპს, ფეხსაცმლის ფაბრიკა თბილისში. დაარსდა 1996. 2004 განხორციელდა საწარმოს ტექ. გადაიარაღება და დაინერგა უახლესი ტექნოლოგიები. საწარმო უშვებს მამაკაცის და ქალის ფეხსაცმელს. საჭირო ნედლეული შემოდის იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან. პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში საკუთარი საფირმო მაღაზიების ქსელის მეშვეობით. ფ-კის წლიური საპროექტო სიმძლავრე შეადგენს 150000 წყვილ ფეხსაცმელს. 2012 მონაცემით „ვ.” შესულია საქართვ. 13 საუკეთესო კომპანიათა სიაში. 2011 ბოლოს თბილისში კაიროს (ახლანდ. გრიგოლ ლორთქიფანიძის) ქ. №13 დაიწყო 4000 მ² ფართობის მქონე ახ. ფ-კის მშენებლობა (საპროექტო სიმძლავრე 600 000 წყვილი ფეხსაცმელი წელიწადში), რ-ის გახსნაც დაგეგმილია 2014-თვის.