IV. არქიტექტურა. თ. საუკუნეების განმავლობაში მისი განვითარების ყოველ ეტაპზე ყალიბდებოდა დროისათვის შესაბამის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით. აქ არქიტ. საშუალებით აისახა ქალაქის ყოფითი სახე, ტრადიციები, კულტურა. თ-ის ქალაქთმშენებლობით ფორმირებაზე, გარდა პოლიტ. ვითარებისა, ეკონ. მდგომარეობისა, რელიეფისა, კლიმ. პირობებისა და მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობისა, გავლენა იქონია ქალაქზე გამავალმა ევროპააზიის დამაკავშირებელმა საქარავნო გზის არსებობამ. ისტ. კოლიზიების გამო თ. მრავალჯერ დაქცეულა და კვლავ აღმდგარა. აღამაჰმადხანის გამანადგურებელი შემოსევის შედეგად (1795) საერო ხასიათის ნაგებობებიდან არაფერი შემოგვრჩა, გარდა მეფე როსტომის სასახლის აბანოსი (შემდგომ ზარაფხანისა), რ-მაც XXI ს. 10-იან წლებში მთლიანად იცვალა სახე. თ-ის განვითარების ისტორიაში იკვეთება სამი ძირითადი ეტაპი: პირველი – დაარსებიდან XVIII ს. მიწურულამდე, მეორე – XIX ს. დასაწყისიდან XX ს. პირველი ნახევრის ჩათვლით, მესამე კი – XX ს. 40-იანი წლებიდან დღემდე. ჩვენამდე მოღწეული ძვ. ქალაქის განაშენიანება ძირითადად შედგება საცხოვრებელი სახლებისაგან, რ-ებიც მიეკუთვნება XIX სსა და XX ს. დასაწყისს. უძველეს კალას უბანში ქალაქგეგმარებითი სტრუქტურა იმეორებს გვიანდ. ფეოდ. ხანის ქალაქგეგმარებით სტრუქტურას, თუმცა მნიშვნელოვნად სახეცვლილია მეტეხის ხიდის მიმდებარე განაშენიანება და სამეფო კარის სივრცის გეგმარებითი სტრუქტურა. შემორჩენილია XIX–XX სს. თ-ის ამსახველი ისტ.კარტოგრაფიული მასალა, დ. ერმაკოვის, ა. როინაშვილის მდიდარი ფოტოარქივი, მოგზაური მხატვრების ჩანახატები, დოკუმენტური კინოფილმები, ლიტ. ნაწარმოებები. გვიანფეოდ. ხანის თ-ის არქიტექტურაზე შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ შემორჩენილი ჩანახატებით (შარდენი, ტურნეფორი) და ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილი (1735) ქალაქის გეგმითა და აღწერით. XVII–XVIII სს-ში თ. ოთხი ნაწილისაგან შედგებოდა: 1. სეიდაბადი, ანუ `საკუთრივ თბილისი” – ქალაქის უძველესი, მინერალური წყლების უბანი; 2. კალა – ქალაქის უმთავრესი ნაწილი; იგი შემოფარგლული იყო ციხეგალავნით და 6 კარით; 3. ისანი (შემდეგდროინდელი, ავლაბარი) – მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დასახლება; 4. გარეთუბანი – საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია ქალაქის ზღუდის ჩრდით, ქალაქს გარს ერტყა [განსაკუთრებით სოლოლაკის (სალალაკის) უბანში] `წალკოტნი და სავარდენი, ყოვლის ხილითა და ყვავილითა სავსე”.
თბილისური ქალაქგეგმარებითი სტრუქტურა ქალაქთმშენებლობის თვალსაზრისით არაერთგვაროვანია. ამ ზონის ცალკეულ უბნებს საერთო ღირებულებებთან ერთად აქვთ განსხვავებული ქალაქთმშენებლობითი მახასიათებლები. ასე რომ კალის, მეტეხსაჩინოს, აბანოთუბნისა და ნაწილობრივ ხარფუხის ურბანული განვითარების პრინციპები ერთნაირია, ხოლო სოლოლაკის, `დვორცოვის”, მთაწმინდის და ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირის და მიმდებარე ტერიტორიის – სრულიად განსხვავებული. ამავე დროს კალის, აბანოთუბნის, მეტეხსაჩინოს და ნაწილობრივ ხარფუხის განაშენიანების მრავალი ელემენტი (საცხოვრებელი სახლის არქიტ.სტილისტური მახასიათებლები) უმრავლეს შემთხვევაში ერთმანეთის იდენტურია. აქ გაბატონებულია ე.წ. თბილისური `ამპირული სახლი”, ხოლო სოლოლაკის და ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირის განაშენიანების ძირითად ელემენტს – საცხოვრებელ სახლებს აქვს თბილისური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი დეტალები. ასეთებია XX ს. პირველ ათწლეულში ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი მოდური სტილით (ეკლექტიკა, მოდერნი, ფსევდოგოთიკა, ფსევდომავრიტანული, კლასიციზმი და ა.შ.) აგებული შენობანაგებობები; ასეთივე მდგომარეობაა ე.წ. `დვორცოვის” ზონაში, მთაწმინდის კალთის ქვედა ტერასაზე და, ნაწილობრივ, ვერის უბანში. თ-ის ისტ. უბნები არაერთგვაროვანი სტრუქტურისაა. მიუხედავად ამისა, თ-ვით ამ სტრუქტურების ძირითადი მაფორმირებელი საცხოვრებელი სახლები ერთგვარი პრინციპებითაა დაგეგმილი – ე.წ. თბილისურეზოიანი საცხოვრებელი სახლებით (მიუხედავად მოდური სტილის გავლენისა), რაც განპირობებულია მდგრადი ყოფითი ტრადიციებით. ამ ტიპის სახლებით არის შექმნილი თბილისური ქუჩების განუმეორებელი სახე და კოლორიტი. ასეთი სახლის გეგმარებითი სტრუქტურა იკინძება შიდა ეზოს გარშემო, რიც მეტწილად არასწორი გეომ. ფორმისაა, ერთ მხარეს გახსნილია, უმეტეს შემთხვევაში – ქუჩისკენ. მათ ვუწოდებთ ნახევარატრიუმულ სახლებს, რთა ეზოები გარშემორტყმულია გადახურული ხის აივნებით. ისინი ხშირად ფასადებზეც გამოდის. არსებობს ტრადიცია `სალაყბო” აივნებისა, მათ სახლების დამაკავშირებელი ფუნქცია აკისრიათ. ასეთი სტრუქტურის მქონე სახლები შესაძლებლობას უქმნის მაცხოვრებლებს, დაამყარონ უშუალო კონტაქტი ერთმანეთთან, მეზობელ ეზოსთან, ქუჩასთან. თ-ის განაშენიანებისაგან ეკლესიები მკვეთრად არ გამოიყოფა. უფრო მეტიც, ისინი წარმოადგენენ განაშენიანების ისეთსავე ელემენტს, როგორსაც სხვა ფუნქციის შენობები. ამავე დროს ქალაქის საერთო კომპოზიციაში დომინანტებად რჩებიან. შემოსული ევრ. კულტურა და ახ. არქიტ. მოდა ვერ თრგუნავს ტრად. ყოფას და მხოლოდ თავისებურად, თბილისურად ადაპტირდება.
თ-ის არქიტ.მხატვრულ სახეს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მისი ბუნებრივი ლანდშაფტი, რზეც ქალაქია შეფენილი და ქმნის განუმეორებელ, დასამახსოვრებელ პანორამას. თანამედროვე ქალაქის შუაგულში მოექცა ისტ. უბნები. 1976, საქართვ. მთავრობის გადაწყვეტილებით, თ-ის ისტ. უბნები – კალა, აბანოთუბანი, ხარფუხი, მეტეხის ქიმის განაშენიანება გამოცხადდა სახელმწ. დაცვით ზონად. 1985 დაცვით ზონაში შევიდა მთაწმინდა, სოლოლაკი, ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია. XIX ს. დამდეგიდან თ. სწრაფად ვითარდებოდა და იზრდებოდა, ვეღარ ეტეოდა ისტ. საზღვრებში და გალავნის გარეთ დაიწყო ტერიტორიების ათვისება. მოისპო ქალაქის გალავანი და კარები. ქალაქის ადმ.კულტურულმა და სავაჭრო ცენტრმა გარეთუბანში გადაინაცვლა (ახლანდ. თავისუფლების მოედნის მიმდებარე უბნები). მდინარის მარჯვენა მხარეს ჩამოყალიბდა თის მთავარი არტერია – გოლოვინის პროსპექტი (ახლანდ. რუსთაველის გამზირი) და ოლღას (ახლანდ. კოსტავას) ქუჩა; მარცხენა მხარეს კი, მოგვიანებით (XIX ს. შუა წლები) – ქალაქის მეორე გრძივი მაგისტრალი – მიხეილის პროსპექტი (ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირი); აშენდა ხიდები – ვორონცოვის (1851–53 წწ. არქიტები – ჯ. სკუდიერი; ამჟამინდელი ჩუღურეთის ხიდი, რეკონსტრუირებულია 1960, ინჟ. – გ. ქარცივაძე, არქიტები: გ. მელქაძე, შ. ყავლაშვილი), ვერის (1884, ინჟ. ს. უმანსკი; 1953 მის ადგილზე აიგო ახალი, ამჟამინდელი გალაკტიონ ტაბიძის ხიდი; ინჟ. გ. ჩომახიძე, არქიტ. მ. მელია), მუხრანის (1911, აკად. ე. პატონი, შედუღების წესით აგებული პირველი ხიდი რუს. იმპერიაში; 1965 იგი შეცვალა ახალმა – ბარათაშვილის ხიდმა, ინჟ. გ. ქარცივაძე, არქიტები – შ. ყავლაშვილი, ვ. ქურთიშვილი). თის ქალაქთმშენებლობაში დაინერგა გეგმარებითი პრაქტიკა. ახ. უბნების განაშენიანება შედარებით რეგულ. ხასიათს ატარებდა. გარეთუბანში, კუკიაზე ჩატარდა კეთილმოწყობითი სამუშაოები, გაშენდა რამდენიმე ბაღი და სკვერი; წავკისის ხეობაში, ყოფ. სამეფო ბაღების ადგილზე – ბოტანიკური ბაღი (1845); ყაბახის ადგილზე – ალექსანდრეს ბაღი (1859, არქიტ. ო. სიმონსონი); დიდუბის უბანში – მუშთაიდის ბაღი (ახლანდ. კულტ. და დასვენების პარკი) და სხვა. თში გაიყვანეს თავდაპირველად კონკის (1883), შემდეგ ტრამვაის (1904) ხაზები, მამადავითის მთაზე ააგეს ფუნიკულიორი (იხ. თბილისის ფუნიკულიორი) (1905). XX ს. პირველ ათწლეულში თ-ის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრები ვრცელდებოდა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე – ძვ. ქალაქიდან ვარაზისხევსა და მდ. ვერემდე (დაწყებული იყო ვაკისა და საბურთალოს დასახლებებიც), ხოლო მარცხენა ნაპირზე – ისნიდან დიდუბემდე და ორთაჭალიდან ნავთლუღამდე.
XIX ს. დამდეგიდან 60-იან წლებამდე თ-ის ოფიც. მშენებლობაში ინერგებოდა რუს. იმპერიაში იმ დროს გავრცელებული ე.წ. გვიანდ. რუს. კლასიციზმი: მთავარმართებლის სახლი (1802–07; 1865–68; სასახლედ გადააკეთეს არქიტ. ო. სიმონსონის პროექტით. ნაგებობამ ამ სახით მოაღწია დღემდე. ახლანდ. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე); ყოფილი შტაბის შენობა (საფუძველი ჩაეყარა 1824); ი. ზუბალაშვილის სახლი (30იანი წლები, არქიტ. ჯ. ბერნარდაცი. შემდეგ აქ სას. სემინარია იყო; ამჟამად შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმია) და სხვა. ამ ხანებში აშენებული ქარვასლებისა და აბანოების არქიტექტურაში (განსაკუთრებით ინტერიერში) კვლავ იგრძნობა აღმ. კულტ. გავლენა. XIX ს. 40იანი წლებისათვის ჩამოყალიბდა ორ და სამსართულიანი, ე.წ. თბილისური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა. მასში ორგანულად არის შერწყმული კლასიცისტური ფორმები, ელემენტები და ადგილობრივი ტრადიციები. ეზოს მხრიდან სახლის თითქმის მთელი ფასადის გასწვრივ, ასევე მთავარ ფასადზე მიშენებულია ხის აივანი, რის ფართობი ხშირად ჭარბობს ოთახების ფართობს. ამის საუკეთესო ნიმუშები ახლაც გვხვდება როგორც ძვ. ქალაქის ფარგლებში (კალა, აბანოთუბნის ჩათვლით), ისე შედარებით ახ. უბნებში (სოლოლაკი, მთაწმინდა, მტკვრის მარცხ. სანაპიროს ცენტრ. უბნები, კუკია). XIX ს. მეორე ნახევრიდან თის არქიტექტურაში გაჩნდა ახალი ტიპის ნაგებობები – შემოსავლიანი საცხოვრებელი სახლები, ფაბრიკაქარხნები, ბანკები, დიდი მაღაზიები, სასტუმროები, რკინიგზის სადგური, საგამოფენო პავილიონები და სხვ. სახლები შენდებოდა სხვადასხვა სტილის მიბაძვით, დამკვეთის გემოვნებით. ამ პერიოდის ნაგებობათაგან აღსანიშნავია: ქარვასლის თეატრი (1851, არქიტ. ჯ. სკუდიერი; დაიწვა 1874), მთავარმართებლის რეკონსტრუირებული სასახლე (1868), სამხედრო ტაძარი (1897, არქიტ. დ. გრიმი; ახლანდ. მთავრობის სახლის ადგილას), ქალაქის საბჭოს, შემდგომ მერიის შენობა (80იანი წლები, არქიტ. პ. შტერნი, ა. ოზეროვი, თავდაპირველი შენობის არქიტ. ჯ. სკუდიერი, 1851). სახაზინო თეატრი (1880–96, არქიტ. ვ. შრეტერი; ახლანდ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი; რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1954, არქიტ. გ. ლეჟავა; 1973, არქიტ. ლ. მეძმარიაშვილი, მ. ჩაჩანიძე). დიდების ტაძარი (XIX ს. 80 -იანი წლები, არქიტ. ა. ზალცმანი; ახლანდ. სურათების ეროვნ. გალერეა); ქართვ. თავადაზნაურთა კლუბი (შემდგომ ა. გრიბოედოვის რუსული დრამის თეატრი); არტისტული საზბის თეატრი (1901, არქიტ. კ. ტატიშჩევი, ა. შიმკევიჩი; ახლანდ. შოთა რუსთაველის სახ. დრამ. თეატრი), ქართ. გიმნაზია (1906, არქიტ. ს. კლდიაშვილი; ახლანდ. თსუ-ის პირველი კორპუსი), საკრედიტო საზბის შენობა (1913, არქიტ. მ. ოჰანჯანოვი, შემდგომ ეროვნ. ბანკის შენობა), სასტუმრო `მაჟესტიკი” (XX ს. 10იანი წლები, არქიტ. გ. ტერ-მიქელოვი, შემდგომ სასტუმრო `თბილისი”) და სხვა. XX ს. დასაწყისში გაძლიერდა ინტერესი ქართ. ისტ. არქიტექტურისადმი. ასე აშენდა რამდენიმე საზ. და საცხოვრებელი სახლი: ქაშვეთის ახალი ეკლესია (1910, არქიტ. ლ. ბილფელდი, თანაავტორი არქიტ. ე. ანდრეოლეტი), სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი (1916, არქიტ. ა. კალგინი, მხატვარი ჰ. ჰრინევსკი; ახლანდ. პარლამენტის ეროვნ. ბკა) და სხვ. XX ს. 30იანი წლებიდან დაიწყო თის გეგმიანი სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები. გაფართოვდა და კეთილმოეწყო ჩელიუსკინელების ქუჩის (ახლანდ. თამარ მეფის გამზირი) მონაკვეთი რკინიგზის სადგურიდან დავით აღმაშენებლის გამზირამდე, `ზემელი”, ვერის დაღმართი (ახლანდ. მ. ჯავახიშვილის ქ.); ახლანდ. თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის აღმართი, ვაგზლის მოედანი და სხვა. აგრეთვე მუშათა რნის ნაძალადევის მთავარი არტერიები; მოეწყო და განაშენიანდა გმირთა მოედანი, აიგო ჩელიუსკინელების ხიდი (1935, ინჟ. კ. ზავრიევი, ნ. სლოვინსკი, არქიტ. ნ. სევეროვი). გაჭრეს ჩელიუსკინელების ქუჩა, გაიყვანეს ქუჩა (1933–40) მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩელიუსკინელებისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის; გაშენდა კომკავშირის (ახლანდ. სოლოლაკის) ხეივანი (1935), პარკი მთაწმინდის პლატოზე (1938, არქიტ. ზ. და ნ. ქურდიანები, ე. ციციშვილი. ფართობი 115 ჰა) და სხვ.
შედგა ქალაქის ისტორიაში პირველი გენ. გეგმა (1932–34; საავტორო კოლექტივი: თიდან – არქიტ. გ. გოგავა, ზ. ქურდიანი; ხარკოვის `გიპროგრადიდან” – არქიტ. ი. მალოზემოვი, ეკონომისტი გ. შელეიხოვსკი). სოც. ყოფის გავლენით თ-ის არქიტექტურაში გაჩნდა ახ. სახის ნაგებობები – მუშათა კლუბები, საბავშვო ბაღები და ბაგები, კულტ. და დასვენების პარკები და სხვა. დაიწყო საცხოვრებელ კვარტალთა კომპლექსების დაპროექტება და მშენებლობა. აიგო საცხოვრებელი სახლები რუსთაველის გამზირის დასაწყისში (1939, არქიტ. მ. მელია, ა. ქურდიანი, ს. ყუბანეიშვილი), ბარათაშვილის ქუჩაზე (1941, არქიტ. ს. დემჩინელი, ა. ქურდიანი, გ. ჯანდიერი), გმირთა მოედანზე 100ბინიანი საცხოვრებელი სახლი თერთმეტსართულიანი კოშკური ნაწილით (1939, არქიტ. მ. კალაშნიკოვი. პირველად საბჭოთა კავშირში აქ გამოიყენეს მცოცავი ხის ყალიბები) და სხვა.
XX ს. 20–30იან წლებში იყო სერიოზული მცდელობა ისტ. არქიტ. მოტივების გამოყენებისა: საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ფასადის რეკონსტრუქცია (1929, არქიტ. ნ. სევეროვი), `დინამოს” სტადიონი (1937, არქიტ. ა. ქურდიანი, კონსულტანტი ა. კალგინი. ამჟამად რეკონსტრუირებულია; არქიტები ა. და გ. ქურდიანები, კონსტრუქტორი შ. გაზაშვილი). კონსტრუქტივიზმის გავლენით აშენდა რამდენიმე ნაგებობა: საქართვ. კპ ცკ-ის ყოფ. შენობა (1930, არქიტ. ნ. სევეროვი), გაზეთ `ზარია ვოსტოკას” რედაქციის შენობა (1929, არქიტ. დ. ჩისლიევი), 1940 არქიტ. მ. შავიშვილი აშენებს თსუ-ის მეორე კორპუსს. შემოქმედებითი ძიების მაგალითია 2 მნიშვნელოვანი ნაგებობა – საქართვ. სსრ მთავრობის სახლის ზედა კორპუსი (1938 არქიტ. ვ. კოკორინი, თანაავტორი გ. ლეჟავა) და ყოფილი მარქსიზმლენინიზმის ინტის თ-ის ფილიალი (1938, არქიტ. ა. შჩუსევი. ბარელიეფები – მოქანდაკეები: ი. ნიკოლაძე და თ. აბაკელია). მიღწევებთან ერთად XX ს. 30-იანი წლების მეორე ნახევარში თ-ის საცხოვრებელი და საზ. ნაგებობების არქიტექტურაში თავი იჩინა პომპეზურობით, მორთულობებით გატაცებამ. ამ ტენდენციამ მეტი განვითარება პოვა 40–50იანი წლების პირველი ნახევრის თის არქიტექტურაში.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შედგა თის მეორე გენ. გეგმა (1948–52, არქიტები: ვ. ზოლოტუხინი, ზ. ქურდიანი, ეკონომისტი ვ. ნეფედოვი, თანაავტორები: ა. ანდრიაძე, ი. კოჩინევა, ბ. მამინაიშვილი, ნ. მიქაძე, ე. ნუცუბიძე, მ. ჯაფარიძე). ქალაქთმშენებლობაში ჩატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები: შეიქმნა მარჯანიშვილის სახ. მოედანი (40-იანი წლების მიწურული); გაიყვანეს განივი მაგისტრალები – ვარაზისხევი, გურამიშვილის ქუჩა (50-იანი წლები); მაგისტრალი მტკვრის ორივე ნაპირის გასწვრივ (70-იანი წლები), თბილისის აეროპორტის ავტოტრასა (ინჟ. ი. ოვანოვი, არქიტები: ვ. ბახტაძე, შ. ყავლაშვილი), მეტეხის პლატოს ქვეშ ორგვირაბიანი საავტომობილო ტრასა (1975, ინჟ. მ. ქებულაძე, არქიტ. ვ. ბახტაძე, რ. კიკნაძე, შ. ყავლაშვილი) და სხვ. აღსანიშნავია თის მეტროპოლიტენის მშენებლობა. გაშენდა გამარჯვების პარკი (საფუძველი ჩაეყარა 1945, არქიტები: ქ. დგებუაძე, ე. ციციშვილი, ფართ. 220 ჰა), დაიწყო ხელოვნური წყალსაცავის, თბილ. ზღვის და მის გარშემო ტყეპარკის, ლანდშაფტური დენდროპარკის მშენებლობა და დასვენების ზონის მოწყობა. გაიზარდა თის ტერიტორია. მთლიანად ათვისებულია ვაკის, საბურთალოს, მცირე დიღმის რნები. დამთავრდა ღრმაღელის, ავჭალის, ფონიჭალის მშენებლობა და კეთილმოწყობა. დაიწყო ვარკეთილის, გლდანის, ავშნიანის, ბაგების და სხვა ტერიტორიების განაშენიანება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ინდივიდ. პროექტებით საცხოვრებელი სახლების მშენებლობა: ჭავჭავაძის გამზირი, 11 (1954, არქიტები: ქ. სოკოლოვაქურდიანი, ი. ჩხენკელი), კამოს ქ. 4 (1955, არქიტ. მ. მელია), კამოს ქ. 2 (1964, არქიტები: გ. მელქაძე, ლ. ხარაშვილი, შ. ყავლაშვილი), ნიკოლაძის 3 (1949, არქიტ. ა. მიმინოშვილი), 2 სახლი მარჯანიშვილის მოედანზე (1947–48, არქიტ. მ. მელია) და სხვ. გრძელდებოდა შემოქმედებითი ძიება ქართ. ისტ. არქიტ. გამოყენების მიზნით: ყოფილი ზოოვეტერინარული ინტისა (1954, არქიტ. ს. რევიშვილი) და კავშირგაბმულობის სახლის (1954, არქიტ. ი. ჩხენკელი) ფასადების რეკონსტრუქცია, ადმ. სახლი რუსთაველის გამზირზე (ახლანდ. მეცნ. ეროვნული აკად. შენობა, 1958, არქიტები: კ. ჩხეიძე, მ. ჩხიკვაძე) და სხვ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართვ. სსრ მთავრობის სახლის მთავარი კორპუსი (1953, არქიტ. ვ. კოკორინი, გ. ლეჟავა).
XX ს. 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაიწყო ძირითადად დიდ, თავისუფალ ტერიტორიებზე; განაშენიანება ხდებოდა ტიპობრივი პროექტებით, ინდუსტრიული მეთოდებით, ასაწყობი კონსტრუქციებით. განაშენიანდა საბურთალო (მშენებლობა დაიწყო 1956, 330 ჰა ტერიტორიაზე 45 ათასი მცხოვრებისათვის. ავტორები: ა. ბაქრაძე, დ. გრძელიძე, ი. და შ. ყავლაშვილები), დიღომი (მშენებლობა დაიწყო 1960, 150 ჰა ტერიტორიაზე 25 ათასი მცხოვრებისათვის, ავტორები: ნ. მიქაძე, ი. მოსულიშვილი, ი. ჩხენკელი) და სხვ. მიმდინარეობდა გლდანის საცხოვრებელი მასივის ინტენს. განაშენიანება (მშენებლობა დაიწყო 1974, 745 ჰა ტერიტორიაზე 147 ათასი მცხოვრებისათვის, ავტორები: თ. ბოჭორიშვილი, ბ. გელდიაშვილი).
თ-ის ისტ. უბნების ზრდასთან ერთად 60–80-იან წლებში გაჩნდა ახ. დასახლებული უბნები: საბურთალოს, სანზონის, მესამე მასივის, დიღმის, დიდი დიღმის, ბაგების, თემქის, ახალი კრწანისის, ნუცუბიძის პლატოს, გლდანის, მუხიანის, ვარკეთილისა და ვაზისუბნის საცხოვრ. მასივები. 1975 თ-ის მოსახლეობის რაოდენობამ მილიონ კაცს გადააჭარბა.
გაიყვანეს ახალი მაგისტრალები: ვარაზისხევი, რ-მაც გმირთა მოედანი ვაკესთან დააკავშირა; გურამიშვილის ქუჩა (ახლანდ. მ. თამარაშვილის ქუჩა), რ-მაც საბურთალო ვაკესთან დააკავშირა; მდ. მტკვრის ორივე ნაპირის გასწვრივი მაგისტრალი, აეროპორტის ტრასა; მეტეხის კლდოვანი მასივის ქვეშ – ორგვირაბიანი საავტომობილო ტრასა. თ-ზე გადის მსხვილი სარკინიგზო, საავტომობილო (აქ არის საქართველოს სამხ. გზის ბოლო პუნქტი) და საავიაციო ტრასა. XX ს. 20-იანი წლებიდან თ-ის ტერიტორია თითქმის 9-ჯერ გაიზარდა.
აშენდა ადმ. სახლები –`ცეკავშირი” (1971, არქიტ. გ. მელქაძე, ნ. ქვარცხავა); საავტომობილო გზების სამინისტროს საინჟ. კორპუსი (1976, არქიტ. გ. ჩახავა, ზ. ჯალაღანია); სპორტული და თეატრალურსანახაობითი დანიშნულების სპორტის სასახლე (1961, არქიტები: ვ. ალექსი-მესხიშვილი, ი. კასრაძე, ინჟ. დ. ქაჯაია); საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის დიდი დარბაზი (1971, არქიტ. ი. ჩხენკელი, კონსტრუქტორი შ. გაზაშვილი); სახ. მეურნ. მიღწევათა გამოფენის პავილიონები (1971, არქიტები: ლ. მამალაძე, ვ. ნასარიძე, ჟ. პაპინაშვილი, ვ. ფეიქრიშვილი); ჭადრაკისა და ალპინისტთა კლუბი (1973, არქიტ-ები: ვ. ალექსი-მესხიშვილი, გ. ღუდუშაური); სასტუმროები – `კოლხეთი” (1962, არქიტები: თ. თევზაძე, ნ. ჯობაძე), `ივერია” (1967, არქიტ. ო. კალანდარიშვილი), `აჭარა” (1975, არქიტ. მ. მელია); სამეცნ.კვლ. და სასწ. დაწესებულებები – სას.სამ. ინტი (1967, არქიტები: ვ. ალექსიმესხიშვილი, გ. გაბაშვილი), თსუ-ის ახ. კორპუსი (1968, არქიტები: ს. ბეჟანოვი, შ. კაჭკაჭიშვილი, მ. შავიშვილი, მ. შუბლაძე).
ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის, მელიორაციის, მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნ.კვლ. ინტები (1967, არქიტები: თ. ალავერდაშვილი, მ. კაკაბაძე), მეცნიერებათა აკად. ცენტრ. სამეცნ. ბიბლიოთეკა (1969, არქიტები: გ. ლეჟავა, ი. ლიბერმანი), მათემატიკის ინ-ტი (1970, არქიტები: გ. ლეჟავა, ვ. ცუხიშვილი) და აღმოსავლეთმცოდნეობის ინტი (1975, არქიტ. ლ. კილაძე); სამკურნალო დაწესებულებები – კურორტოლოგიის ინტი (1958, არქიტ. ი. ზაალიშვილი), 1200 ადგილიანი რესპუბლიკური კლინ. საავადმყოფო (1974, არქიტები: კ. ალექსანდროვი, შ. კაჭკაჭიშვილი, გ. კვიტატიანი, ა. უსკოვი), ოტოლარინგოლოგიური კლინიკა (1975, არქიტები: ვ. აბრამაშვილი, გ. მირიანაშვილი, ლ. ჯანდიერი); სატრანსპ. ნაგებობანი – ავტოვაგზალი (1973, არქიტები: რ. კიკნაძე, შ. ყავლაშვილი, ვ. ქურთიშვილი; მხატვარი ზ. წერეთელი); უნივერმაღი `თბილისი” (1975, არქიტები: რ. ბაირამაშვილი, დ. მორბედაძე, ლ. მეძმარიაშვილი; თანაავტორი ბ. გორდეზიანი) და სხვ.
1971 დამტკიცდა თ-ის მესამე გენ. გეგმა (არქიტები: გ. შავდია, ი. ჩხენკელი, გ. ჯაფარიძე, ა. ჯიბლაძე; ეკონომისტები: ი. ბოლქვაძე, ლ. ლორთქიფანიძე). წინა გენ. გეგმებისაგან განსხვავებით იგი ითვალისწინებდა ქალაქის ტერიტ. ზრდას არა მარტო სიგრძეზე, მდინარის გასწვრივ, არამედ განივადაც – ჩრდ.აღმით, `თბილისის ზღვის” გარშემო. ახლებურად განიხილება თ-ის ცენტრი – ტრად. გრძივ ღერძს [რუსთაველისა და პლეხანოვის (ახლანდ. აღმაშენებლის გამზირი) პროსპექტები, სანაპიროები] ემატება განივი სივრცობრივგეგმარებითი ღერძი: მთაწმინდა–მახათას მთა.
1975 შესრულდა თის სახელმწ. დაცვითი ზონის სტატუსის მქონე ცალკეული უბნების, ქუჩების რეკონსტრუქციარეგენერაციაადაპტაციის სამუშაოები კონცეპტუალური პროექტების მიხედვით, კერძოდ, 1979–81 – ნ. ბარათაშვილის და ზ. გამსახურდიას სანაპიროს, ერეკლე II-ის ქუჩის, ახვლედიანის აღმართის განაშენიანება და ცალკეული შენობანაგებობების რეკონსტრუქციარეგენერაცია (არქიტ. შ. ყავლაშვილი); 1980–90 – სიონის სანაპიროს, შარდენის ქუჩის, ბამბისა და რკინის რიგების, დუტუ მეგრელის ქუჩასა და ღვინის აღმართს შორის მოქცეული კვარტალის, ორბელიანთა უბნის განაშენიანება, ლესელიძის ქუჩის ზონაში ცალკეული შენობების რეკონსტრუქციარეგენერაცია (არქიტ. გ. ბათიაშვილი); 1985–87 – აბანოთუბნის განაშენიანებარეკონსტრუქციარეგენერაცია (არქიტ. ა. სოლომნიშვილი).
1989–90 ძვ. ქალაქის სარესტავრაციოსარეკონსტრუქციო სამუშაოების მასშტაბი ძლიერ შემცირდა, ხოლო 1990–91 წწ. მოვლენებთან დაკავშირებით თითქმის შეწყდა. დიდი სამუშაოები ჩატარდა მხოლოდ ნარიყალაზე, სადაც აღდგა წმ. ნიკოლოზის ეკლესია, მოხდა ციტადელის კონსერვაცია და ნაწილობრივ რესტავრაცია (არქიტ. ტ. კიპაროიძე). 1995 ელიას მთაზე დაიწყო წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რიც დასრულდა 2004 (არქიტ. ა. მინდიაშვილი); ინტენსიურად მიმდინარეობს არატიპური მრავალბინიანი სახლების და კოტეჯების მშენებლობა ვაკეში, მთაწმინდაზე, საბურთალოზე, ფიქრის გორაზე; ცალკეული სახლებისა – სოლოლაკში, დიდუბეში, ავლაბარში; 1997 საექსპლუატაციოდ გადაეცა სასტუმრო `შერატონ მეტეხი პალასი” (არქიტები: შ. ყავლაშვილი, ვ. ქურთიშვილი); ამავე წელს დაიწყო გორგასლის ქუჩაზე სასტუმრო `ძველი თბილისის” მშენებლობა (არქიტ. ო. ნახუცრიშვილი). 2000 დამთავრდა სასტუმრო `თბილისის” სარეკონსტრუქციოაღდგენითი სამუშაოები, 2002 თავისუფლების მოედანზე აშენდა სასტუმრო
`ქორთიარდმარიოტი” (არქიტ. ვ. ცინცაძე), საპროექტო ინტი `გიპროქალაქმშენი” (რეკონსტრუირებულია როგორც `ლიბერთი ბანკის” სათავო ოფისი). 2004–10 განსაკუთრებით გახშირდა რესტორნების, კაფეების, ბენზინგასამართი სადგურების მშენებლობა. ამავე წლებში ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები თის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ახალი, პოლიტ.ეკონ. სტატუსის შესაბამისი გენ. გეგმის შესადგენად, თუმცა იგი დღემდე არაა დასრულებული. მის სანაცვლოდ შეიქმნა თში მიწათსარგებლობის გეგმა. არ დამტკიცებულა თის სახელმწიფო დაცვითი ზონის – ისტ. ქალაქის – დეტალური დაგეგმარების პროექტი, მიუხედავად ამისა 2005-იდან დაიწყო სარესტავრაციოსარეკონსტრუქციო სამუშაოები კლდისუბანში, `მაედანზე”. 2007 აშენდა აეროპორტის ახ. შენობა; 2008–11 ქალაქის საცხოვრებელ უბნებში მოეწყო სპორტ. მოედნები და დაიდგა შსს რაიონული სამმართველოების ე. წ. გამჭვირვალე შენობები.
2009 აშენდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლე – ოფიციალ. რეზიდენცია (არქიტ. გ. ბათიაშვილი, კონსტრუქტორი ო. ჩაკვეტაძე), მრავალფუნქციური ობიექტი `პიქსელი”, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა (არქიტ. მიკელე დე ლუკი). დამთავრდა სასტუმრო `რედისონ ბლუ ივერიის” სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 2010 აიგო მემორიალური სტელა გმირთა მოედანზე (არქიტ. ა. დ. კაბო), იუსტიციის სამინისტროს შენობა მტკვრის მარჯვ. სანაპიროზე (არქიტ. მ. ფუქსასი). 2012 აშენდა პარტია `ნაციონალური მოძრაობის” საოფისე შენობა (არქიტ. ი. შარაშენიძე) აეროპორტის ტრასაზე. ეროვნ. ბანკის საკასო ცენტრი (არქიტ. თ. კვანტალიანი), შსს საგანგებო მართვის ცენტრი `112” (არქიტ. დ. გოგიაშვილი), `სოკარის” სათავო ოფისი (არქიტ. `ქობულიები და პარტნიორები”). 2011, გარე იერთან ერთად, განხორციელდა თის პროკურატურის შენობის (არქიტ. ნ. ჯაფარიძე, ნ. საყვარელიძე), სკოლებისა და ზოგიერთი სამკურნ. დაწესებულების არსობრივი მოდერნიზება. 2010–12 მნიშვნელოვანი, ფართომასშტაბიანი სამშ. სამუშაოები გაიშალა ახ. სატრანსპ.საგზაო კვანძებზე – ახ. მაგისტრალი გაიმართა ვერის ხეობაში, გმირთა მოედანზე, `სატივესთან” (ინჟ. თ. შილაკაძე), გალაკტიონისა და ბარათაშვილის ხიდებთან. რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისი–აეროპორტის დამაკავშირებელ მაგისტრალს. ზოგიერთი ობიექტის მშენებლობა, მრავალი სპეციალისტის აზრით, ქალაქგეგმარებითი აუცილებლობით არ არის ნაკარნახევი, მეტიც, შეუთავსებელია ისტ. თ-ის ლანდშაფტთან და განაშენიანებასთან.
2012 განახლდა, რეკონსტრუქცია და ნაწილობრივი რესტავრაცია ჩაუტარდა და კეთილმოეწყო მარჯანიშვილის ქუჩა (არქიტები: გ. კიკნაძე, ლ. მუშკუდიანი), მარჯანიშვილის მოედანი (არქიტ. ვ. ორბელაძე) და დავით აღმაშენებლის გამზირი (არქიტები: ვ. ორბელაძე, თ. შაშიაშვილი, ზ. ტურძელაძე, ნ. ზაუტაშვილი, მ. სილაგაძე, გ. ციციშვილი, მ. ბუხაიძე, ნ. ბაგრატიონი, მ. ბასილაძე, ე. მახათელაშვილი).
თ-ში სხვადასხვა დროს დაიდგა ქანდაკებები და სკულპტურული კომპოზიციები, მათ შორის: მიხეილ ვორონცოვი (1867, მოქანდაკეები: ნ. პიმენოვი, ნ. კრეიტანი; აიღეს 1922), ალექსანდრე პუშკინი (1892, მოქანდაკე ფ. ხოდოროვიჩი), ნიკოლოზ გოგოლი (1904, მოქანდაკე ფ. ხოდოროვიჩი), მწუხარე საქართველო (ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი, 1913, მოქანდაკე ი. ნიკოლაძე), აკაკი წერეთელი (1922, მოქანდაკე ი. ნიკოლაძე), ეგნატე ნინოშვილი (1923, მოქანდაკე ი. ნიკოლაძე), ბორის ძნელაძე (1930, მოქანდაკეები: კ. მერაბიშვილი, რ. თავაძე; აიღეს 1990), ალექსანდრე ყაზბეგი (1933, მოქანდაკე ვ. კოტეტიშვილი; აიღეს 1938), ვლადიმერ (ლადო) კეცხოველი (1936, მოქანდაკე ვ. თოფურიძე; აიღეს 1998), იოსებ სტალინი (1939, მოქანდაკე ს. კაკაბაძე; აიღეს 1961), შოთა რუსთაველი (1942, მოქანდაკე კ. მერაბიშვილი), კონსტანტინე ლესელიძე (1945, მოქანდაკე ი. ნიკოლაძე), ივანე ჯავახიშვილი (1952, მოქანდაკე თ. ღვინიაშვილი), ვლადიმერ ლენინი (1956, მოქანდაკე ვ. თოფურიძე; აიღეს 1989), ქართვლის დედა (1958, მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ილია და აკაკი (1958, სკულპტურული კომპოზიცია. მოქანდაკეები ვ. თოფურიძე, შ. მიქატაძე), სულხან-საბა ორბელიანი (1959, მოქანდაკე ტ. სიხარულიძე), ალექსანდრე გრიბოედოვი (1961, მოქანდაკე მ. მერაბიშვილი), სამასი არაგველის მემორიალი (1962, ობელისკი, არქიტ. ა. ბაქრაძე), `მზეჭაბუკი” (1965, მოქანდაკე დ. მიქატაძე), დავით გურამიშვილი (1965, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), ვახტანგ I გორგასალი (1967, მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ივანე თარხნიშვილი (1971, მოქანდაკე კ. მერაბიშვილი), `მუზა” (1971, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), მაქსიმ გორკი (1971, მოქანდაკე ა. თოფურიძე), ზაქარია ფალიაშვილი (1973, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), ბესარიონ ქებურია (1973, მოქანდაკე თ. ჭყონია), ვაჟაფშაველა (1973, მოქანდაკე გ. ოჩიაური), რაფიელ ერისთავი (1974, მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ფიროსმანი (1975, მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ნიკოლოზ ბარათაშვილი (1976, მოქანდაკე ბ. ციბაძე), სერგო ორჯონიკიძე (1977, მოქანდაკე მ. მერაბიშვილი; აიღეს 1989), ვლადიმერ მაიაკოვსკი (1978, მოქანდაკე გ. კორძახია), მირზა გელოვანი (1978, მოქანდაკე გ. შხვაცაბაია), გალაკტიონ ტაბიძე (1980, მოქანდაკე დ. მიქატაძე), არჩილ გელოვანი (1980, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), `საქართველოს მატიანე” (1980–2012, სკულპტურული კომპოზიცია. მოქანდაკე ზ. წერეთელი), დიდების მემორიალი (1981–85, მოქანდაკე გ. ოჩიაური), დიმიტრი გულია (1981, მოქანდაკე ვ. ივანბა), კირილ შჩოლკინი (1982, მოქანდაკე გ. თოიძე; მოიხსნა 2008), `დედა ენა” (`ცოდნის ზარი”; 1983, სკულპტურული კომპოზიცია. მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ნიკოლოზ მუსხელიშვილი (1983, მოქანდაკე თ. ღვინიაშვილი), კონსტანტინე გამსახურდია (1983, მოქანდაკე თ. კიკალიშვილი), პეტრე ბაგრატიონი (1984, მოქანდაკე მ. მერაბიშვილი), იეთიმ გურჯი (1985, მოქანდაკე დ. მიქატაძე), `ვეფხვი და მოყმე” (1985, სკულპტურული კომპოზიცია. მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი (1985, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), გიორგი სააკაძე (1988, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), მიხაი ზიჩი (1988, მოქანდაკე შ. კიში), აკაკი წერეთელი (1990, მოქანდაკე ბ. ავალიშვილი), ექვთიმე თაყაიშვილი (1993, მოქანდაკე ბ. ავალიშვილი), დავით (დოდო) აბაშიძე (1994, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), `წმინდა ნინო” (1994, სკულპტურული კომპოზიცია, ავტორი ზ. წერეთელი), მარი ბროსე (1994, მოქანდაკე დ. მიქატაძე; დაიკარგა 2003), ტიციან ტაბიძე (1995, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), ბორის პაიჭაძე (1995, მოქანდაკე ა. კიკნაველიძე), იოანე პეტრიწი (1995, მოქანდაკე დ. მიქატაძე), პოლიკარპე კაკაბაძე (1996, მოქანდაკე ს. გირკელიძე), მიხეილ თუმანიშვილი (1997, მოქანდაკე გ. ჯაფარიძე), შოთა რუსთაველი (1997, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), დავით IV აღმაშენებელი (1997, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი), დავით კაკაბაძე (1988, მოქანდაკე დ. კაკაბაძე), მემედ აბაშიძე (1998, მოქანდაკე ე. ამაშუკელი), დავით ბოლქვაძე (1998, მოქანდაკე ბ. სულხანიშვილი), გიორგი (გია) ჭანტურია (1998, მოქანდაკე გ. წულაძე), კონსტანტინე (კოტე) მარჯანიშვილი (1998, მოქანდაკე ს. გირკელიძე), გიორგი (გოგი) ცაბაძე (1999, მოქანდაკე გ. წულაძე), შოთა ყავლაშვილი (1999, მოქანდაკე თ. კიკალიშვილი), აპოლონ ქუთათელაძე (1999, მოქანდაკე ლ. ვარდოსანიძე), ზურაბ ანჯაფარიძე (1999, მოქანდაკე ო. ფარულავა), მერაბ კოსტავა (1999, მოქანდაკე ვ. არუნაშვილი), გიორგი (გოგი) დოლიძე (2000, მოქანდაკე თ. აბრამიშვილი), გიორგი ლეონიძე (2000, მოქანდაკეები: თ. ღვინიაშვილი, დ. ღვინიაშვილი), ფარნავაზ I (2000, მოქანდაკე ე. ამაშუკელი), ევგენი მიქელაძე (2000, მოქანდაკე გ. შხვაცაბაია), ელენე ახვლედიანი (2000, მოქანდაკეები: თ. ღვინიაშვილი, დ. ღვინიაშვილი), მერაბ მამარდაშვილი (2001, მოქანდაკე ე. ნეიზვესტნი), ალექსანდრე (საშა) იოსელიანი (2001, მოქანდაკე მ. ჭყოიძე), ვლადიმერ (ლადო) გუდიაშვილი (2002, მოქანდაკე დ. მიქატაძე), დავით სარაჯიშვილი (2002, მოქანდაკე თ. კიკალიშვილი), ავთანდილ ღოღობერიძე (2003, მოქანდაკე გ. ჯაფარიძე), სერგო ფარაჯანოვი (2004, მოქანდაკე ვ. მიქაბერიძე), აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველ მეომართა მემორიალი (2004, მოქანდაკე გ. შხვაცაბაია), ირაკლი (ჯანო) ბაგრატიონი (2004, მოქანდაკე გ. ჯაფარიძე), ანატოლი სობჩაკი (2004, მოქანდაკე ა. დიომა), ვანო სარაჯიშვილი (2005, მოქანდაკე ო. ფარულავა), კოსტა (კონსტანტინე) ხეთაგუროვი (2005, მოქანდაკე მ. გაგლოევი), `თამადა” (2006, ვანში აღმოჩენილი ძვ. წ. VII ს. ქანდაკების ასლი), მირზა ფატალი ახუნდოვი (2006, მოქანდაკე გ. ქაჯაია), წმინდა გიორგი (2006, მოქანდაკე ზ. წერეთელი), ტარას შევჩენკო (2007, მოქანდაკე ვ. ჩეფელიქი), ჰეიდარ ალიევი (2007, მოქანდაკე ნ. ალიევი), ჯორჯ ბალანჩინი (გ. ბალანჩივაძე; 2008, მოქანდაკე ვ. მიქაბერიძე), შალვა ნუცუბიძე (2008, მოქანდაკე დ. ხმალაძე), ირაკლი აბაშიძე (2009, მოქანდაკე კ. არუნაშვილი), საიათნოვა (2009, სკულპტურული კომპოზიცია. ავტორები: გ. ჯაფარიძე, კ. ქორიძე), სოფიკო ჭიაურელი (2010, მოქანდაკე ლ. ვარდოსანიძე), გივი კარტოზია (2010, მოქანდაკე გ. შხვაცაბაია), ნინო რამიშვილი, ილია (ილიკო) სუხიშვილი (2011, სკულპტურული კომპოზიცია. მოქანდაკე ზ. წერეთელი), რონალდ რეიგანი (2011, მოქანდაკე ა. მონასელიძე), ლეხ კაჩინსკი (2012, მოქანდაკე ა. მჭედლიშვილი), რამაზ ჩხიკვაძე (2013, მოქანდაკე ზ. წერეთელი) და სხვ. ს. კინწურაშვილი. გ. ბათიაშვილი. ბ. ქუთათელაძე.