ვსეხსვიატსკოეს ქართველ მოღვაწეთა პანთეონი, მოსკოვის ქართველთა ახალშენის გამოჩენილ მოღვაწეთა განსასვენებელი. ჩამოყალიბდა ვსეხსვიატსკოეს ტაძართან. 1725 ვსეხსვიატსკოეს ძვ. ტაძარში, დარეჯან ბატონიშვილის ინიციატივით დაიკრძალა ს.-ს. ორბელიანი. ახლად აშენებულ, გაფართოებულ ტაძარში 1745 დაიკრძალა სამეფო კარის დეკანოზი, ვახტანგ VI-ის შვილების აღმზრდელი, გ. გარსევანიშვილი. აქვე დაკრძალეს მწერალი და მეცნიერი დ. ციციშვილი, გ. ავალიშვილი, პ. ბაგრატიონის მამა – იოანე და სხვ. პანთეონის შესწავლას ამაგი დასდეს გ. ლეონიძემ, ვ. ტატიშვილმა, ა. ფადეევმა, ვ. შკლოვსკიმ და სხვ. 1983 შემოდგომაზე სალოცავის ეზოში არსებული სასაფლაოს ნაწილი „მწვანე ზოლად” გამოცხადდა. საქართვ. მეცნ. აკად. ხალხთა მეგობრობის მუზეუმის მოსკ. ფილიალის ინიციატივით, ქ. მოსკოვის ლენინგრადის სახ. რ-ნის სახ. დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება გამო-ჩენილ ქართვ. მოღვაწეთა საფლავების დაცვის შესახებ.
ფ. სიხრულიძე