გრიგოლ დოდორქელი

გრიგოლ დოდორქელი (ვახვახიშვილი), XVII– XVIII სს. საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. დავითგარეჯის ლიტ. სკოლის აქტ. წევრი. მოღვაწეობდა დოდორქის მონასტერში.

დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება „თთუესა სეკდემბერსა იგ წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ", რ-იც შემოგვინახა 1703–13 ხელნაწერმა (À-130).

გ. დ-ს ეკუთვნის რამდენიმე საგალობელიც. ზოგ მათგანში შექებულია ქეთევან დედოფალი.

თხზ.: [წიგნში] ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 5, თბ., 1981.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; რუხაძე ტ., ახლად აღმოჩენილი „ცხოვრება და წამება ქეთევან დედოფლისა", «ლიტერატურული ძიებანი », V, თბ., 1949 (ახლავს ტექსტი); ქავთარია მ., დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, თბ., 1965; ძველი ქართული პოეზიის ისტორიიდან XVII– XVIII სს., თბ., 1977.

ი. ლოლაშვილი