ზანდუკი, სახურავიანი ხის ყუთი, თუნუქის გასაკრავი სალტეებით შეკრული. გამოიყენებოდა ქალის ტანსაცმლისა და სამკაულების შესანახად. იყო სამზითვო ნივთი და ქალის პირად საკუთრებას წარმოადგენდა. ოჯახის გაყრის დროს წილში არ შედიოდა. ქვრივის გათხოვების შემთხვევაში ზ. ოჯახს რჩებოდა. თუ ქვრივი მოახერხებდა განაწყენებულ მაზლებთან შერიგებას, სამზითვო ზ. მას უბრუნდებოდა. ზ. წყაროებში XVIII ს-იდან იხსენიება.
ლიტ.: ართილაყვა ვ., XVI–XVIII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, თბ., 1965; ითონიშვილი ვ., მოხევეების საოჯახო ყოფა, თბ., 1970.
ლ. ბედუკიძე