გრიგოლ მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – გიორგი ალექსანდრეს ძე ც ე რ ც ვ ა ძ ე) (18. V. 1910, სოფ. ვაზისუბანი, ახლანდ. თელავის მუნიც. II. 1992), სასულიერო მოღვაწე.
1933–35 იყო სამხ. სამსახურში, რ-ის დასრულების შემდეგ 1950-მდე სწავლობდა შუამთის სამონასტრო სკოლაში. თხუთმეტი წელი იყო თელავის წმ. გიორგის ეკლესიის მედავითნე. 1948 წ. 18 თებ. თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. იმავე წლის 24 თებ. თბილ. წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში მღვდლად აკურთხეს და თელავის წმ. გიორგის ეკლესიაში განაწესეს. 1954 წ. 1 იანვრიდან თელავის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელმსახური იყო. 1971 მიენიჭა დეკანოზის ხარისხი.
1976 წ. 21 მაისს კათოლიკოს-პატრიარქ დავით VI-ის კურთხევით აღიკვეცა ბერად და იმავე წლის 22 მაისს ეკურთხა ალავერდის ეპისკოპოსად. 1978 წ. 4 იანვ. გ. მ-ს ებოძა მიტროპოლიტის პატივი. 1980 წ. 15 ოქტ. დაჯილდოვდა სკუფიაზე ჯვრის ტარებისა და მეორე პანაღიის ტარების უფლებით.
დაკრძალულია ალავერდის ტაძარში.
ლიტ.: ჟ ვ ა ნ ი ა ზ., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994; ვარდოსანიძე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010.
თ. მარგველაშვილი