გრიგოლ ნაზიანზელი (Grēgorios Nazianzēnos), გრიგოლ ღვთისმეტყველი (Theologos) (დაახლ. 330, არიანზი, ნაზიანზის მახლობლად, კაპადოკია, – დაახლ. 390, იქვე), ბერძენი საეკლესიო მოღვაწე და მოაზროვნე, ბერძნ. პატრისტიკის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი ბასილი დიდსა და გრიგოლ ნოსელთან (კაპადოკიელი მამები) ერთად.
გ. ნ. ძალზე პოპულარული იყო ძვ. ქართულ მწერლობაში. მის თხზულებებს თარგმნიდნენ ცნობილი მოღვაწეები: გრიგოლ ოშკელი, ექვთიმე მთაწმიდელი, დავით ტბელი, ეფრემ მცირე და იოანე პეტრიწი. ეს თარგმანები ადასტურებს, რომ ძვ. ქართ. კულტურას გეზი ჰქონია აღებული რენესანსისაკენ. გ. ნ. დიდად აფასებდა მეგობრობას ადამიანთა შორის; იცავდა ფილოსოფიისა და რწმენის ურთიერთსაჭიროებას; მისთვის მთავარი იყო ზნეობრივი მოქმედება და საქმის უპირატესობა გააზრების, ანუ „სიტყვით ქმნის" მიმართ. როგორც ბიზანტიაში, ისე საქართველოში „კაპადოკიელთა რენესანსი" წინ უძღოდა „პროკლეს რენესანსს".
თხზ.: გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თ. ბრეგაძის გამოც., თბ., 1988; [წიგნში] Памятники византийской литературы IV─IХ веков, М., 1968, с. 70–83.
ლიტ.: ბ ა ა კ ა შ ვ ი ლ ი ვ., გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ქართული თარგმანების შესახებ, კრ.: ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის საკითხები, [ტ.] 4, თბ., 1973; თევზაძე გ., შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1990; კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980; ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3 – ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურა, გამოც. მე-2, თბ., 1973; ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შემდგ. სოლ. ყუბანეიშვილი, [ტ.] 1, თბ., 1946.
გ. თევზაძე