გურჯუსტანი

გურჯუსტანი ("საქართველო"), ყოველკვირეული დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი აზერბაიჯანულ ენაზე. დაარსდა 1921 თბილისში "კომუნისტის" სახელწოდებით.

რამდენჯერმე შეიცვალა სახელი: "იენი ფიქირი" ("ახალი აზრი", 1922), "იენი ქენთი" ("ახალი სოფელი", 1927–38), "სოვეტ გურჯუსტანი" (1938-იდან). 1946– 60 გაზეთი არ გამოდიოდა. იყო საქ. კპ ცკ-ის, საქ. სსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ორგანო. 1990-იდან "გ." ჰქვია.

სხვადასხვა დროს რედაქტორები იყვნენ ცნობილი საზ. მოღვაწეები, მწერლები, მეცნიერები: მ. ნასირი, მ. მურადოვი, ყ. ყულიევი, მ. რასულ-ზადე, ჰ. საბრი, მ. ჰუსეინოვი, თ. ჯაფარლი.

1972-იდან დღემდე გ-ს რედაქტორია ს. სულეიმანოვი. გაზეთი აშუქებს საქართვ. სოც.-პოლიტ. ცხოვრების, ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, აზერბ. და ქართვ. მოსახლეობის ურთიერთობის, დამოუკიდებელი სახელმწ. მშენებლობის და სხვა საკითხებს.

1972 "გ." დაჯილდოვდა "საპატიო ნიშნის" ორდენით.