მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხ. შენაკადი.
სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, ზ. დ. 2720 მ. სიგრძე 48 კმ, აუზის ფართ. 391 კმ 2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში (იშვიათად – ზაფხულში), წყალმოვარდნა – შემოდგომაზე. იყენებენ სარწყავად.
ი. აფხაზავა