კ. ს. ლ-ში სასწავლო პროცესი განათლებისა და მეცნ. სამინისტროს ეროვნ. სასწ. გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს. ლიცეუმი პანსიონური ტიპისაა და კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედ. მომსახურებით, კვებით და სასწ. სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს. კადეტები მონაწილეობენ ეროვნ. ოლიმპიადებში, სასწ. შემოქმედებით კონფერენციებში, სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებში.