იაგორ კაზალიკა­შვი­ლის სახელობის მთამსვლელობის მუზეუმი

იაგორ კაზალიკა­შვი­ლის სახელობის მთამსვლელობის მუზეუმი, გაიხსნა 1983 დაბა ყაზბეგში (ახლანდ. სტეფანწმინდა) მთამსვლელის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით. იგი არის ა. ყაზბეგის სახ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი და განთავსებულია კ-ის სახლში.

მუზეუმში გამოფენილია კ-ის მემორიალური ნივთები, წარმოდგენილია ფოტოგამოფენა, რ-იც ასახავს ალპი­ნიზმის განვითარებას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ლიტ.: კავკასიონზე. კრებული, ­შემდგ. დ. ფურცელაძე, რედ. ნ. კეცხოველი, თბ., 1959; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2004.

კ. ჯავრი­შვი­ლი. თ. ჭყონია