თაბახი

ხის დიდი ლანგარი, გობის მსგავსი. ამზადებენ უმთავრესად თელის, ლეკის ხისა და წიფლისგან (ხალხის დაკვირვებით, წიფლის ხე ხელს უწყობს ცომის აფუებას). თ. სხვა­და­სხვა ზომისა იყო. დიდი თ. ქადისა და ხინკლის ცომის მოსამზადებლად იხმარებოდა, პატარაში კი საფუარს ინა­ხავდნენ და დამზადებულ ხინკლებს აწყობდნენ.

გ. გასიტა­შვი­ლი.