თაბორიძე მარიამ დიმიტრის ასული

თაბორიძე მარიამ დიმიტრის ასული (27. I. 1922, დუშეთი, – 21. V. 2008, თბილისი), პედაგოგი, ლიტერატორი. პედ. მეცნ. დოქტორი (1985), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990). 1945 დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი ქართ. ენისა და ლიტ-რის სპეციალობით და პარალელურად შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკტი (1944). 1961–75 მუშაობდა ი. გოგება­შვი­ლის სახ. პედაგოგიკის მეცნ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში უფრ. მეცნიერ თანამშრომლად. 1975-იდან იყო ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტში ქართ. ენისა და ლიტ-რის სწავლების მეთოდიკათა კათედ­რის პროფესორი.

თ. იკვლევდა ლიტ. სწავლების პრობლემებს, წერითი და ზეპირი მეტყველების განვითარების საკითხებს. დაამუშავა ესთეტ. აღზრდის მეთოდური სისტემა. მინიჭებული აქვს ი. გოგება­შვი­ლის სახ. პრემია (1983).

თხზ.: სასკოლო თხზულებათა სწავლების საკითხები საშუალო სკოლის უფროს კლასებში, თბ., 1967; ესთეტიკური აღზრდის პრობლემები ლიტერატურის სწავლებისას, თბ., 1985; ადამიანურობის პრობლემა ვეფხისტყაოსანში; მართალი სამართალი ვეფხისტყაოსანში (სამივე სტადია), თბ., 1992.